13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიჯანმრთელობაროგორ გავუმკლავდეთ გრიპს? - სასარგებლო რჩევები

როგორ გავუმკლავდეთ გრიპს? – სასარგებლო რჩევები

როგორ გავუმკლავდეთ გრიპს? “ამბიონის” მკითხველს სასარგებლო წვრილმან რჩევებს ფარმაცევტი ნინო თომაშვილი გაგვაცნობს:

“სურდო და ხველება – ცხვირის ცემინება, ხველება, შეწითლებული თვალები გრიპის თანამგზავრია. თუ თავი გტკივა, ხმა ჩაგეხლიჩება, მოთენთილი ხარ, ეს გრიპოზული ინფექციაა. მას შეიძლება თან ახლდეს სიცხეც. მისგან თავის დასაღწევად გთავაზობთ შინაურ ნაცად საშუალებებს: გაციება თუ გაქვთ ძლიერო სურდო, ფეხები ჩააწყვეთ უფრო ცხელ წყალში, შემდეგ უცებ გადაივლეთ ცივი წყალი და ჩაწექით ლოგინში. ასე შეაჩერებთ დაავადების განვითარებას. სიცხე არ აგიწევთ და თუ გაქვთ – დაგიწევთ.

მიიღეთ C ვიტამინით მდიდარი ხილი, წვენები. დალიეთ ასკილის და ლიმნის ჩაი.

ცხვირიდან გამონადენის დროს, კარგია გვირილის ორთქლის აბაზანა: აიღთ 2 სუფრის კოვზი გვირილა, დაასხით 250გრ. მდუღარე წყალი. თავი მიიტანეთ მის ზედაპირზე და ისუნთქეთ.

ხველებისას კარგია ევკალიპტისა და პიტნის ფოთლის ინგალაცია. მკერდი და ზურგი დაიზილეთ ეთერზეთებით ან უბრალო ზეთით, შეიხვიეთ თბილად და ჩაწექით ლოგინში. ასევე, კარგია ცერეცოს თბილი ჩაის მიღება ყლუპ-ყლუპად.

თუ ძლიერი სურდო გაქვთ: კარგია ყოველ 2-3 საათში ერთხელ მიიღოთ თითო სუფრის კოვზი თაფლი არეული ხახვთან ერთად.

მცენარეული ჩაი ნამდვილი საოცრებაა ამ დროს. 25გ. ცაცხვი, 10გრ. ასკილი, 5გრ. გვირილა, 10გრ. დედა-დედინაცვალი, 20გრ. მრავალძარღვა – მოათავსეთ ჭიქაში, დაასხით 250გრ. მდუღარე წყალი, 10 წუთის შემდეგ დაატკბეთ თაფლით. მიიღეთ თბილ-თბილი დღეში 3-ჯერ.

მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის დამცავი რეააქციაა. 390 დროს კარგია ფეხებზე კომპრესების გაკეთება. შეგიძლიათ ძმრიანი წყლით დასველებული შალის წინდების ჩაცმა (2/3 ცივი წყალი და 1/3 ძმარი).

ერიდეთ გრიპიან ადამიანებთან კონტაქტს, ხშირად გაანიავეთ ოთახი, იკვებეთ ჯანსაღად. არ გადააციოთ ორგანიზმი. მიირთვით ბევრი ხილი. პერიოდულად მიიღეთ ვაშლის ძმრის და თაფლის ნარევი.

გრიპისა და სურდოს პროფილაქტიკის მიზნით ოთახში მაგიდაზე დადეთ 2-3 კბილი გარჩეული ნიორი და გაფცქვნილი ხახვი ოთხად დაჭრილი.

ხველების დროს უძველესი დროიდან იყენებენ შავი ბოლოკის შაქრიან წვენს, ხახვის შაქრიან წვენს. ნივრის წვენი ხშირად წაისვით ნესტოებზე გარედან.

მარლაზე წაუსვით გახეხილი ნიორი. მარლა ჩადეთ ჩაიდნის ფსკერზე. დაახურეთ თავსახური და შეისუნთქეთ ხან პირით, ხან – ცხვირით. თუ ადამიანს ყელი სტკივა და ხმა ჩაეხრიწა, შეუძლია აიღოს კომბოსტოს ფოთოლი, დანაყოს, აურიოს თაფლში და მიირთვას უზმოზე. ხმაც მოუვა და ყელის ტკივილიც გაუვლის.

ტემპერატურის აწევის დროს მიიღეთ ცაცხვის ყვავილის ჩაი.

3-4 ჩაის კოვზ ოხრახუშის თესლს ან 20გრ. ძირიან ოხრახუშს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ნაყენი დღეში 5-ჯერ.

ბრონქიტის და ხველების დროს 1 ცალი კარტოფილი კარგად გავრეცხოთ. ამოვუღოთ გული და მასში ჩავასხათ 1ს.კ თაფლი. კარტოფილი ჩავდოთ ჭიქაში და მთელი ღამე გავაჩეროთ. სითხე, რომელიც ღრუში დაგროვდება მივიღოთ მე-2 დღეს.

ბრონქული ასთმური შეტევის დროს მივიღოთ ქერის ყავა, ხველების დროს – რძეში მოხარშული ხახვი.”

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები