მთავარი » ქრისტიანობა

გონივრული რჩევისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.04.2012 | 2,386 ნახვა

ვის და როდის უნდა მივცეთ რჩევა? როგორ გავუზიაროთ ადამიანებს საკუთარი გამოცდილება? “ამბიონი” წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურს, მამა მალხაზ ყიფიანს ესაუბრა:

“ქრისტიანული მსოფლმხედველობა გვავალდებულებს, ჩვენი ცხოვრების წესი კაცთათვის სასარგებლო და რასაკვირველია, ღვთისათვის სათნო იყოს. რჩევა სახარებაში წერია, რომ ქრისტიანის გზა ისე უნდა წარიმართოს, რომ მისი სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათლის მხილველმა გარშემომყოფმა ადამიანებმა, მისი სიკეთითა და სიყვარულით გულშეძრულებმა, (ადიდონ) თაყვანისცენ ღმერთს და მათაც სურვილი გაუჩნდეთ ამგვარივე ცხოვრებისა, როგორც ამბობს მოციქული: “მობაძავ ჩემდა იყავით, ვითარცა მე ქრისტესსა,” ანუ ადამიანი თავისივე ზნეობრივი ცხოვრებით, გულმოწყალებით, სათნოებით, სიყვარულის გაცემის უნარით ვიღაცისთვის აუცილებლად გახდება ავტორიტეტი და მისაბაძი მაგალითი.

ურწმუნო ადამიანი, როდესაც მორწმუნეს რჩევას ეკითხება, ეს აუცილებლად სიყვარულითა და გულისხიმიერებით უნდა აღვასრულოთ, ხოლო თუ ჩვენ რჩევის მიცემას მათი სურვილის გარეშე მოვინდომებთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მცდელობა შედეგს არ მოიტანს.

ნათქვამია, უგუნურს თუ ამხელ და დამოძღვრავ, მოგიძულებს, ხოლო ბრძენი კი შეგიყვარებს. ჩვენ კი რჩევა უნდა ვთხოვოთ ღვთივსულიერ ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ ცხოვრებისეული და სულიერი გამოცდილება.

წმ. თეოფანე დაყუდებული გვასწავლის, რომ “ვინც მოგმართავს რჩევით, არ გააგდო, მაგრამ ნურც ინატრებ, რომ ვინმემ რჩევისთვის მოგაკითხოს და თუ შენს კეთილ რჩევას არ შეისმენენ, სრულიად არ აღელდე და გაჯავრდე, ჩვენც ხომ ვეურჩებით უფალს და ის ჩვენ არ გვსჯის.”

ძალზედ სასარგებლოა, რჩევა ღვთივსულიერ ადამიანს ვკითხოთ. მაგრამ, ამავდროულად, როგორც წმიდა მამები გვირჩევენ, ჯერ უნდა დავრწმუნდეთ ამ ადამიანის გამოცდილებასა და მართლაზროვნებაში, რამდენად თანხმობასა და შესაბამისობაშია მისი სიტყვები უფლის სიტყვასთან. ამის შემდეგ უნდა მივაპყროთ ჩვენი სმენა მის ნათქვამს და შესაბამისად, შევასრულოთ რჩევა-დარიგება.

თუ ვხედავთ ახლობელთა ნაკლოვანებებს, ჩვენ სიყვარულითა და რწმენით უნდა ვლოცულობდეთ მათი ცოდვისაგან გამოხსნისათვის და რა თქმა უნდა, არ ვილაპარაკოთ საზოგადოდ მათი ცოდვების შესახებ. თუ დავფარავთ მოყვასის ცოდვებს, უფალი დაფარავს ჩვენს ცოდვებსაც. სახარებაში წერია, რომ თუ ძმამ შეგცოდოს, მიდი და პირადად უთხარი მას ამის შესახებ.

ქრისტიანული მშვიდობისმოყვარეობა არ ნიშნავს იმას, რომ დავეთანხმოთ არასწორ ცხოვრების წესს, პირიქით, ჩვენ ვალდებულნი ვართ, გონივრული რჩევა მივცეთ მათ. ამასთან ერთად, „არ უნდა მივცეთ რჩევა მოყვასს მანამდე, ვიდრე ჩვენ არ მიგვიღწევია სულისმიერი ცხოვრებისა და განსჯისათვის, ხოლო თუ მაინც მოვინდომებთ ვინმესთვის რჩევის მიცემას, გადავიქცევით დემონების სათამაშო თოჯინად,” – გვასწავლის წმიდა ნილოს სინელი.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • თემო says:

    “არ უნდა მივცეთ რჩევა მოყვასს მანამდე, ვიდრე ჩვენ არ მიგვიღწევია სულისმიერი ცხოვრებისა და განსჯისათვის, ხოლო თუ მაინც მოვინდომებთ ვინმესთვის რჩევის მიცემას, გადავიქცევით დემონების სათამაშო თოჯინად,”
    ძალიან გთხოვთ განმიმარტეთ- მე ერის კაცს შემიზლია თუ არა რჩევა მივცე ვინმეს? ვცხოვრობ ქრისტიანულად, მაგრამ ეს ბოლო ბოლომდე ვერ გავიგე. გმადლობთ წინასწარ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი