21 ივლისი 2024, კვირა
მთავარისხვადასხვაგმადლობ(თ) თუ მადლობა?

გმადლობ(თ) თუ მადლობა?

გმადლობ დღევანდელ რეალობაში ხშირად ვხვდებით უმართებულო ფორმებს, რომელსაც დაკვირვებული ადამიანი ადვილად აღმოაჩენს. ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ სიტყვის მართებული ფორმები არც კი ვიცით და შეცდომაც გაუაზრებლად მოგვდის.

ეს სტატია შეეხება ზმნის ისეთ ფორმას, როგორიცაა – გმადლობ(თ) ფორმა. სასაუბრო მეტყველებასა თუ სოციალურ ქსელში მადლიერების გამოხატვა ადამიანებს ერთგვარ ჩვევად თუ მიჩვევად ექცათ, ამას კი სიტყვა მადლობით გამოხატავენ – ზმნის ფუნქციითაა გამოყენებული საწყისის ფორმა.

სიტყვა მადლობა განმარტებით ლექსიკონში შემდეგნაირად არის განმარტებული:

სიტყვით ან საქმით დაფასება სხვის მიერ გაწეული სიკეთისა, გამოხატავს კმაყოფილებას.

რატომ გმადლობ(თ) და არა მადლობა?

როცა მე ვარ მადლიერი ვინმეს მიმართ, ეს უნდა გამოვხატო ზმნური ფორმის დახმარებით. მაგ.: გმადლობ(თ) დღევანდელი დღისთვის.

გმადლობთ – გულისხმობს, რომ მე შენ მადლობას გიხდი. ზმნაში გ-თ არის მეორე ობიექტური პირის ნიშანი მრავლობით რიცხვში და ამ ზმნის პირისა და რიცხვის ნიშნის გარეშე გამოყენება დაუშვებელია.

აქვე შევეხები, ერთ უმართებულო ფორმას – მადლობის მოხდა, ეს სიტყვათა მყარი შეხამება დამახინჯებულად გამოიყენება.

ამდენად, სწორი ფორმაა – მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა.

რაც შეეხება სიტყვა მადლობას, ეს საწყისი ფორმაა და არა ზმნა. ამ ფორმის გამოყენება შეიძლება მადლიერების დროს, თუმცა არა დამოუკიდებლად, არამედ განმსაზღვრელი სიტყვის დართვის შემდეგ – “დიდი მადლობა“.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

მსგავსი სტატიები

6 COMMENTS

  1. ხშირად შემოგვთავაზეთ ასეთი სტატიები

    • მარიამ, მოგვწერეთ თქვენი სურვილები, თუ რომელ საკითხზე გსურთ სტატია.

      პატივისცემით ანა ტყებუჩავა

  2. ხშირად ვაწყდები ასეთ შეცდომებს:თვითოეული, სიტვაცია…

  3. მადლობა ამ მშვენიანალურუ სტატიისთვის

  4. გმადლობთ ყურადღებისთვის და მადლობა ყურადღებისათვის
    ორივე სწორია?

  5. ან დიდი მადლობის მაგივრად დიდად გმადლობთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები