გივი კობახიძე ემიგრანტად მეორე მსოფლიო ომმა აქცია. მან საქართველოში დაბრუნება ვეღარ შეძლო, თუმცა მისი ემიგრანტული ცხოვრება საქართველოთი გახლდათ სავსე. ის მონაწილეობდა თითქმის ყველა ეროვნულ საქმეში, რომელსაც ქართული ემიგრაცია ევროპასა და ამერიკაში აკეთებდა.
გივი კობახიძე ქართული ემიგრაციის მემატიანე გახლდათ და შემოგვინახა დიდძალი დოკუმენტური მასალა ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების შესახებ.
აღნიშნული ვიდეო ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” გვერდზე განთავსებულია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებასა” და “ამბიონს” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
