მთავარი » საზოგადოება

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრობიდან 151 მსჯავრდებული გათავისუფლდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.11.2013 | 2,410 ნახვა

ბორკილი 2013 წლის 22-23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ადგილობრივი საბჭოების და პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები ჩატარდა. კომისიის გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 151 მსჯავრდებული – 13 ქალბატონი და 138 მამაკაცი გათავისუფლდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი მამაკაცი. სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 7 მსჯავრდებულს შეეცვალა.

განხილული იქნა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები ვისაც მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულის სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4. შუამდგომლობების განხილვისას გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა. ამასთანავე შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

მსჯავრდებული ქალბატონების შემთხვევაში, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების დახასიათების, ასევე, პატიმართა და მათი ოჯახის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეკრების გარდა, კომისიის წევრები უშუალოდ გაესაუბრნენ იმ მსჯავრდებულებს, რომელთა შუამდგომლობებს კომისია განიხილავდა. მსგავსი პრაქტიკა მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობაში, გარდა არასრულწლოვნებისა, 2013 წლამდე გამოყენებული არ ყოფილა.

პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიაში 700-ზე მეტი შუამდგომლობა შევიდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი