მთავარი » დღესასწაულები

გიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება (23.11.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.11.2013 | 4,733 ნახვა

წმინდა გიორგის ხატი 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

კათოლიკოს-პატრიარქმა იღუმენი გიორგი ჯამდელიანი მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსად აკურთხა.
უწმიდესმა მრევლს გიორგობა მიულოცა. მან წმიდანის მოწამეობრივი ცხოვრება გაიხსენა.

„ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს. საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა და ეს უმთავრესად სულიერებაში გამოიხატება. ჩვენი ენა, კულტურა, სარწმუნოება, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო შეინარჩუნებს ამას”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ლოცვებით საქართველო გამთლიანდება, დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, საქართველო გაბრწყინდება.

პატრიარქმა ახლადნაკურთხ ეპისკოპოსს სამღვდელთმთავრო კვერთხი გადასცა, როგორც უფლებამოსილების სიმბოლო. მისი თქმით, ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი იქნება არა მარტო იქ მცხოვრები ქართველების, არამედ მთელი იქაური მოსახლეობის, აზერბაიჯანელებისა და სხვების სულიერი მამა.

სადღესასწაულო წირვას მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი