19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაგიორგობა - სადღესასწაულო ქადაგება (06.05.2013)

გიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება (06.05.2013)

გიორგობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ:

წმიდა გიორგი „ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!“

უწმიდესმა მადლობა შესწირა უფალს წყალობის, მოთმინებისა და სიყვარულისათვის.
პატრიარქმა სრულიად საქართველოს მიულოცა გიორგობა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვინც წმიდა გიორგის სახელს ატარებს.

ილია მეორემ წმიდა გიორგის ცხოვრების შესახებ ისაუბრა: „ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება – მხედართმთავარი წმიდა გიორგი და იმპერატორი დიოკლიტიანე.

იმპერატორი დიოკლიტიანე ჭკვიანი პიროვნება გახლდათ, მაგრამ წარმართი იყო. მას ეგონა, რომ წარმართების განმტკიცებით იგი სახელმწიფოს იცავდა, სინამდვილეში იღუპებოდა და სახელმწიფოსაც ღუპავდა. მისი მხედართმთავარი წმიდა გიორგი ქრისტიანი იყო, რაც ხმამაღლა აღიარა მეფის წინაშე. ამის შემდგომ იყო დიდი განსაცდელი, დიდი წამება…“

უწმიდესმა ქადაგებისას გაიხსენა ის იარაღები, რითაც წმიდანი აწამეს: „მე ვნახე ის იარაღი, რომლითაც აწამებდნენ წმიდა გიორგის. კაიროს მახლობლად მონასტერში იყო ციხე, სადაც წმიდა გიორგის აწამებდნენ. იქ იყო რკინის უღელი, რომელიც ყელზე ჰქონდა შემორტყმული და დაბმული იყო. კიდევ იყო სხვა საწამებელიც. წმიდა გიორგის გააკრავდნენ ფიცარზე, სადაც დანები იყო განლაგებული, რომელიც ტანს უსერავდა. ერთხელ, როდესაც წმიდა გიორგი სისხლით იცლებოდა, საკანში შეაგდეს და როცა უკვე სული ამოსდიოდა, ეგონა, რომ ის ყველას მიერ დავიწყებული იყო. ამ დროს ესმის ხმა უფლისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ.“

„წმიდა გიორგის ცხოვრება ეს არის საქართველოს სიმბოლო, საქართველოს ცხოვრება… უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი ბოროტი ძალა ვერაფერს გააკეთებს საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ჩვენი მფარველი არის უფალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმიდა გიორგი და ასიათასობით მოწამენი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, სიუხვე, მშვიდობა ოჯახებში, თქვენს გულსა და გონებაში,“ – ბრძანა უწმიდესმა.

თეა სულაბერიძე

იხილეთ ქადაგება სრულად:

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. “როდესაც წმიდა გიორგი სისხლით იცლებოდა, საკანში შეაგდეს და როცა უკვე სული ამოსდიოდა, ეგონა, რომ ის ყველას მიერ დავიწყებული იყო. ამ დროს ესმის ხმა უფლისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ.“ “

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები