19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაგიორგობა - მეუფე იაკობის ქადაგება (06.05.2013)

გიორგობა – მეუფე იაკობის ქადაგება (06.05.2013)

მეუფე იაკობი სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი):

„წმიდა გიორგი ჩვენი ერის მფარველია. ხშირად ერი შეიყვარებს წმიდანს და წმიდანსაც ძალიან უყვარს ერი. ამ შემთხვევაშიც ასეა, წმიდა გიორგი დიდ ბრძოლებში ხილულად თუ უხილავად მაინც შეგვეწეოდა. ჩვენც დიდი სასოება გვაქვს ღვთისადმი და მისი გამორჩეული წმიდანებისადმი,“ – აღნიშნა მეუფემ.

მეუფემ ქადაგებისას წმიდა გიორგის შესახებ ისაუბრა: „წმიდა გიორგი გამორჩეულად საყვარელი იყო დიოკლიტიანესთვის. ის იყო ახოვანი მებრძოლი, თუ გადავხედავთ იმ დროს, კარიერაში დიდი წინსვლა ელოდებოდა. ერთხელ როდესაც დიოკლიტიანე მსხვერპლს სწირავდა უცხო ღმერთებს, ყველას მოუწოდებდა თავის ქვეყანაში იგივე გაემეორებინა.“

მეუფემ ქადაგების დასასრულს კიდევ ერთხელ მიულოცა ტაძარში შეკრებილთ გიორგობა და სთხოვა მათ: „გავიხსენოთ უფალი და უფლის დიდი წმიდანები გაჭირვების ჟამს, სიმხნევისთვის და ისინი ყოველთვის შეგვეწევიან, სამარცხვინო საქმეს გადაგვარჩენენ და ღირსეულად ვიცხოვრებთ ჩვენც და ჩვენი ერიც.“

„ჩვენს უწმიდესს ვულოცავ ამ უდიდეს დღეებს, ჩვენს ერს, მთავრობას, მხედრობას, დედა ეკლესიას, წმიდა სინოდს, მრევლს და ყველა ადამიანს ვინც საქართველოში ცხოვრობს და ვისაც უყვარს საქართველო, ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა,“ – წარმოთქვა მეუფე იაკობმა.

თეა სულაბერიძე

იხილეთ ქადაგება სრულად:

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები