19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობა"მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია - ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის აზრს " -...

“მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია – ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის აზრს ” – პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საპატრიარქოში სასულიერო სემინარიის დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებას პრემიერ-მიმისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღევანდელ შეკრებაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის, მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტზე არ უსაუბრიათ.

“არავითარი სხვა საკითხი არ ყოფილა განხილული. ეს დღე არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და ამავე დროს მთელი ერის ცხოვრებაში იმიტომ, რომ დიდი წყვეტა იყო, გელათის აკადემიის შემდეგ უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა საქართველოში არ არსებობდა. უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის გარეშე შეუძლებელია ქართული საღვთისმეტყველო აზრის განვითარება. პატრიარქის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ მან შეძლო დაეფუძნებინა თბილისის სასულიერო აკადემია, როგორც მემკვიდრე გელათის უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის. ასევე შეძლო, რომ დაეფუძნებინა სადისერტაციო საბჭო. ეს არის უპერეცედენტო მოვლენა საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

კითხვაზე, დღევანდელ ღონისძიებაზე მარიხუანას კულტივაციის თაობაზე იყო თუ არა საუბარი, პროტოპრესვიტერი პასუხობს, რომ ეს კითხვა დღევანდელ დღეს არ უკავშირდება.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია და ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის აზრს.

“საქართველოს ეკლესიის მოღვაწეობა არის ჩვენი ხალხისთვის მოღვაწეობა. სხვა მიზანი ეკლესიას არ აქვს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, საქართველოს პატრიარქს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მრევლს, ყველას ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს, რომ დაუშვებელია მარიხუანას კულტივაცია. საქართველოს ეკლესია თავის აზრს არ შეცვლის არავითარ შემთხვევაში. ეს დამოკიდებულება რჩება შეუცვლელ დამოკიდებულებად. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ჩვენს სახელმწიფოს და ეკლესია დგას ქართული სახელმწიფოს გვერდით. ეკლესია არ საუბრობს ამას დაპირისპირებისა და ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან. საპატრიარქო ჩვენი ხალხისადმი, სახელმწიფოსადმი დიდი სიყვარულით და ერთგულებით ამბობს, რომ დაუშვებელია მარიხუანას კულტივაცია და რომ ეს ზიანის მომტანი იქნება საქართველოსთვის”, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები