12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიკონკურსიგიორგი წიქარიშვილი - "ჩემი სკოლა" - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. კლდის საჯარო სკოლა

გიორგი წიქარიშვილი – “ჩემი სკოლა” – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. კლდის საჯარო სკოლა

ჩემი სკოლა მდებარეობს ახალციხის რაიონში, სოფელ კლდეში. იგი არის კარგი გარემონტებული, ამიტომ მე ძალიან მომწონს. გიორგი წიქარიშვილი ვისურვებდი, რომ მას ჰქონდეს: სპორტდარბაზი და ბუფეტი. ჩვენ სკოლაში არის სპორტდარბაზი, მაგრამ მას გარემონტება ესაჭიროება.

როცა სკოლიდან ვბრუნდები, მივდივარ წყლის მოსატანად სახლისათვის, რადგან ჩემ სოფელში სასმელი წყლის პრობლემაა. ვისურვებდი, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ასევე, მინდა, რომ ჩემს სოფელში იდგას ნაგვის ურნები.

ჩემი სკოლა დაცულია, რადგან იქ ყველა ის ხელსაწყოა, რაც პირველად დახარებას სჭირდება. კიდევ ჩვენს სკოლაში გვაქვს კომპიუტერების კლასი და ჩვენ იქ ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება შეგვიძლია. ჩვენს კლასში ვართ ათი ბავშვი, ექვსი გოგო და ოთხი ბიჭი მათგან სამი ათოსანი ვართ, მე, ეთო კაპანაძე და ლინა კურტანიძე.

ჩვენ ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს. ყველაზე მეტად მიყვარს ინგლისურის პედაგოგი ეკა ჩიტაშვილი. ის ახალციხეში ცხოვრობს და ყოველდღე გადმოდის ჩვენს სოფელში.

სოფელი კლდე

სკოლაში ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

გიორგი წიქარიშვილი
მე-5 კლასის მოსწავლე
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. კლდის საჯარო სკოლა

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. ჩემო კარგო გიორგი!
    წავიკითხე შენი სტატია, სოფელ კლდის და მისი საჯარო სკოლის შესახებ.
    ყოჩაღ შენ მართლა კარგი თვალთახედვა გქონია,შენი ასაკიდან გამომდინარე,
    დროულად და სწორი მითითებით გაქვს ნახსენები სოფლის პრობლემა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით,ასევე საჭირო და აუცილებელ საკითხს შეეხე რომელიც ნაგვის ყუთებს შეეხება.
    შენ ძალიან კარგად დაახასიეთე შენი საყვარელი სკოლა ამხანაგები, პედაგოგები და სკოლის ინფრასტრუქტურა, რაც მართლაც დადებით შეფასებას იმსახურებს.
    გიორგი, შენ სკოლაში საუკეთესო პედაგოგები გასწავლიან:
    სამშობლოს სიყვარულს, კაცთმოყვარეობას,საუკეთესო მამულიშვილობას, ყველა მეცნიერების სიყვარულს და მათ საჭიროებას ყოფა–ცხოვრებაში.ეს ის ადგილია სადაც იზრდება და იბრძმედება საქართველოს ხვალინდელი თაობა,თაობა რომელიც ღირსეულად შეძლებს წინაპრების დატოვილი ადგილ–მამულის, ადათ წესების, სარწმუნოების და ქართველობის შენახვას,გაფრთხილებას,მასზედ ზრუნვას და მომავალი თაობისთვის ღირსეულად გადაცემას.
    სწორედ ეს თაობა თქვენ ხართ.
    თქვენ ხართ ჩვენი ხვალინდელი მშვიდობიანი, უღრუბლო,ლამაზი,ძლიერი და ამაყი თაობა.
    გიორგი, მადლობა, ასეთი კარგები რომ ხართ.
    თქვენ ჩვენი საიმედი ხვალინდელი დღე ხართ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები