მთავარი » საზოგადოება

გიორგი თოფურია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.03.2010 | 5,488 ნახვა

დაუსრულებელი ბილიკი ანუ შეცვლილი გზა

“რა სიცოხლეა ეს სიცოცხლე,რამდენჯერ მითქვამს…
მაგრამ არასდროს მიფიქრია მისი დათმობა”

გიორგი თოფურიამორის ფოცხიშვილის ეს სიტყვები გამახსენდა, როცა საწოლს მიჯაჭვული 20 წლის გიორგი თოფურია დავინახე…
თავისი მოკრუნჩხული თითებით თითქოს განწირულად ჩაბღაუჭებული სიცოცხლეს…
სიცოცხლეს,რომელიც ყველაფრისდა მიუხედავად ასეთი ტკბილია მაინც.

ვუყურებ გიორგის ძველ სურათს და ვხედავ ახოვან, ერთ უბრალო, ქართველ ბიჭს და მიჭირს წარმოდგენა და დაჯერება იმისა, რომ ის ახლა, სრულიად უძლური დამოუკიდებლად გადაადგილებასაც ვეღარ ახერხებს…

ყველაფერი კი 2007 წლის 30ოქტომბერს დაიწყო (თუ შეწყდა?!), როცა 17 წლის გიორგი ფეხით მიუყვებოდა გზას, რომელსაც ტაძრამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ…

მანქანის, უფრო სწორედ კი მძღოლის ერთმა დაუფიქრებელმა მოძრაობამ თავდაყირა დააყენა ახალგაზრდა კაცის ღიმილიანი ცხოვრება…

მძღოლი გაიქცა,გიორგი კი დარჩა ფართოდ გახელილი თვალებით, რომელნიც უსიტყვოდ ითხოვდნენ შველას…

მას შემდეგ სამი წელი გავიდა… გიორგი კი ისევ ისეთი, სიცოცხლეს მოწყურებული და მავედრებელი მზერით ხვდება ყოველ ცისმარე დღეს…

ის ცოცხალია!!!

მისი მუშტისხელა ორგანო, ისევ გამალებით უძგერს საგულეში,მაგრამ მას აღარ შეუძლია აღარც საუბარი, აღარც სიარული და იმ გზის გაგრძელება, რომელიც ტაძრამდე მიიყვანს…

თოფურიაქ–ნი გულნაზი თოფურია (გიორგის დედა): 2007 წელს დაემართა ჩემს შვილს ეს ამბავი, როცა ეკლესიაში მიდიოდა ფეხით… ის ვინც დაეჯახა, არც გვინახავას მას შემდეგ და არც თავად ამოჩენილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით მისი ვინაობა, ის ერთი დღც არ ყოფილა დაკავებული სამართალდამცავების მიერ. და სიმართლე რომ გითხრათ ეს არც ყოფილა ჩვენი მიზანი… უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ არც არავინ მოსთხოვა მას პასუხი ამ დანაშაულისთვის და არც თვითონ შეაწუხა სინდისმა, რომ ვენახეთ და დაგვხმარებოდა თუნდაც მცირედით.

გიორგის რამოდენიმე ოპერაცია სჭირდება, მაგრამ უმთავრესი მაინც თავის ოპერაციაა, რომ მან შეძლოს მეტყველება და იმის აღქმა,რაც მის გარშემო ხდება.

გიორგი წესით, და ექიმების პროგნოზით ვერ უნდა გადარჩენილიყო, ისე მძიმედ გახლდათ, მაგრამ დღემდე ცოცხალია და ეს მაძლევს იმედს რომ ჩემი შვილი ისევ შეძლებს საუბარს… სიარულს….

მიუხედავად ამხელა მწუხარებისა, ქალბატონი გულნაზი მაინც ცდილობდა დაემალა თვალს მომდგარი ცრემლები და ისე ესაუბრა შვილზე…

ეს არის უსაშველო ტკივილი ოჯახისა და თავად ამ ახალგაზრდა კაცისა, რომელსაც შეიძლება ყველაფერი ესმის, საშუალება კი არ აქვს თუნდაც ერთი სიტყვით გამოხატოს სათქმელი… დაამშვიდოს მისით სულატკივებული მშობლები ან პირიქით–მთელ ხმაზე ითხოვოს შველა…

მე მინდა გთხოვოთ ყველას,ამ ამბით გულშეძრულმა ერთმა თქვენნაირმა, უბრალო ადამიანმა–დავეხმაროთ გიორგის!!!

სულ მცირეოდენით თუნდაც…

ხომ შეიძლება ჩვენგან გაღებული თანხით, 20წლის ულამაზესი ვაჟკაცი – გიორგი თოფურია, დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას, ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად საქარველოს…

ოჯახის საკონტაქტო ტელეფონია: 595 227 108

საბანკო რეკვიზიტები : სს „თი ბი სი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBG22
ანგ: GE57TB7873736080100003
მიმღები: ააიპ „გიორგი თოფურიას დახმარების ფონდი“

დაწვრილებით იხილეთ: www.helpgio.com www.helpgio.at.ua

0 901 500 543 1 ზარის ღირებულებაა 1 ლარი.
წინასწარ გიხდით მადლობას!

ნათია შენგელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მარიამი says:

    GMERTMA DAGLOCOS DA GAGADZLIEROS….

  • თბილი says:

    ამ ახოვანი კაცის შემხედვარე ფიქრობს კაცი : ყველაფერი უფლის ნებაა ამა ქვეყანას…

    ძალიან კარგად გაშუქებული რეალობაა,ძალიან დიდი სურვილი მაქვს რაიმეთი დავეხმარო ამ ადამიანს…

    ღმერთმა დაგლოცოთ

  • ნონა says:

    ღმერთმა მოგვცეს ყველას ძალა და საშუალება რაიმეთი მაინც დავეხმაროთ გიორგის და კიდევ უამრავ ადამიანს რომელსაც ჩვენი ერთი ზარით შეიძლება რამეში წავადგეთ.

  • ნინო თოფურიძე says:

    უფალო აგვიხდინე ოცნება.ჩემი გიორგი დააყენე ფეხზე.ჩემი ლამაზი.ჭკვიანი ბიჭი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი