მთავარი » საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.05.2014 | 2,276 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “პირველ სტუდიაში” სტუმრობისას, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონის მიღება ბევრი მიზეზის გამო საჭიროა.

“ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ამ პროცედურის გავლა ჩაწერილია ასოცირების შეთანხმების ტექსტში, მაგრამ ეს არის უფრო საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილი. გიორგი მარგველაშვილი მე მინდა, მოგახსენოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, როგორც ქრისტიანმა, როგორც ქართველმა, იმ ადამიანმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ორგანიზებული საზოგადოება, რომ ადამიანის რაიმე ნიშნით ჩაგვრის აღკვეთა – სწორედ ეს მიმაჩნია ქრისტიანული ღირებულებების რეალურად ცხოვრებაში განხორცილებად. მე იმ რელიგიას ვეკუთვნი, რომელშიც არის ნათქვამი, რომ ვინც არის უცოდველი, პირველმა იმან ისროლოს ქვაო. ეს ის რელიგიაა, სადაც მაცხოვარი ამბობს, რომ საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავთ და სხვისაში ბეწვს ხედავთო. ეს ის რელიგიაა, რომელმაც აქცენტი გადაიტანა არა უბრალოდ მოყვასის, არამედ მტრის სიყვარულზე. შესაბამისად, ნებისმიერი ჩაგვრა, ჩაგვრის ნებისმიერი ლეგიტიმაცია, როგორც ქრისტიანისთვის, მიუღებელია, როგორც ქართველისთვის, მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა იმ სავიზიტო ბარათით მოვიდა, რომ აქ განსხვავებული აზრი არ იჩაგრება”, – აღნიშნა მაგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, ალბათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და საჭირო იყო მათი მეტად ინფორმირება. მისივე თქმით, ამ თემის ასე გადატრიალება საქართველოს არ სჭირდება და ქვეყნის მომავლისთვის არის პრობლემური.

“არანაირი ქადაგება საერთოდ ამ კანონში რაიმე ტიპის სექსუალური თემის, არ არის. საერთოდ, კანონები სექსუალურ საკითხს არ ქადაგებენ. კანონები ჩვეულებრივ რაღაცას ან კრძალავენ ან არ კრძალავენ. შესაბამისად, ამ ყველაფრის შეტრიალების მცდელობად აღვიქვამ ძალიან მტკივნეულად, იმიტომ, რომ რეალობა არის სრულიად სხვა. არანაირი იდენტობის შეცვლა აქ არ არის, პირიქით, ეს არის ჩვენი ტოლერანტობის ხაზგასმა. ამ კანონის მიღებით არავინ ზარალობს, პირიქით, ჩვენ ვხდებით უკეთესი საზოგადოება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით, კონსპირაციის თეორიებს ჩვეულებრივ არ ეთანხმება, მათ შორის იმ მოსაზრებაში, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ირგვლივ სიტუაციის გამწვავება მიზანმიმართულად ხდება, რათა ევროინტეგრაციის კურსის დისკრედიტაცია მოხდეს. მარგველაშვილის აზრით, საქმე გვაქვს მცნებების აღრევასთან.

ამასთან, მისივე თქმით, არის ის კომპონენტიც, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება-არმიღება არის საკითხი – მივდივართ ევროპისკენ თუ ვრჩებით რუსეთში. “პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ, არის ეს კომპონენტი. ამ კანონის არმიღება შეაფერხებს ჩვენს ევროპაში ინტეგრაციას, მაგრამ მე მინდოდა საუბარი, როგორც ჩვეულებრივ ქართველს, ჩვეულებრივ ქრისტიანს, რომელსაც აქვს განცდა, რომ თვითონ არის ცოდვილი და სხვისი კრიტიკის უფლება არ გააჩნია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ კონსენსუსი მთლიანად საზოგადოებაში შედგება, ხოლო რადიკალური ჯგუფების შეხედულებების დაახლოება მიზანს არ წარმოადგენს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ზვიადი says:

    მართლმადიდებელი ქრისტიანობა, სახელმწიფო და ერთსქესიანთა ქორწინება.
    * * *

    არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთსქესიანთა ქორწინების და ამგვარი საზიზღრობების დაკანონება!

    არავითარი “ანტი-დისკრიმინაცია” არ ამართლებს ამას!

    არავითარი დისკრიმინაცია არ არის ეს!

    ისევე როგორც – დაპატიმრება და თავისუფლების აღკვეთა არ არის არავითარი დისკრიმინაცია დამნაშავის მიმართ!

    * * *

    ცოდვა – ზნეობრივი დანაშაულია!

    მამათმავლობა და ერთსქესიანთა ქორწინება – ზნეობრივი დი მორალური დანაშაულია!!!

    ეს დანაშაული არ უნდა დაკანონდეს!!!

    არავითარი დისკრიმინაცია არ არის ამ დანაშაულის აღკვეთა!

    * * *

    კანონი არა მარტო სამართალს (სისხლის და სამოქალაქო) უნდა ემსახურებოდეს – არამედ ზნეობასაც!

    ანუ ზნეობრივ სამართალს!

    კანონი ზნეობრივ სამართალს და საერთოდ ზნეობასაც უნდა ემსახურებოდეს!

    * * *

    “მე დავეთანხმებოდი წმინდა ავგუსტინეს, რომ უსამართლო კანონი – კანონი არის” – მარტინ ლუთერ კინგი (“წერილი ბირმინგემის ციხიდან,” 1963 წლის 16 აპრილი).

    * * *

    ჩვენ, ქართველი ერი, არ მივიღებთ უზნეო კანონებს.

    ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანული ზნეობის ერი!!!

    უმრავლესობა (მინიმუმ 80%) მართლმადიდებელი ქრისტიანი – როგორც დღევანდელ დღეს ისე ისტორიულად.

    ჩვენ სამუდამოდ გვინდა ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანული ზნეობის ერი!

    ჩვენი ზნეობა არ უნდა იქნეს შეურაცხყოფილი და დისკრიმინირებული!

    ჩვენ არ გვინდა უზნეო კანონები!!!

    ___________________________________________
    ___________________________________________

    უნდა ჩატარდეს სახალხო რეფერენდუმი – რომელიც საბოლოოდ გაარკვევს თუ რომელ ზნეობრივ მიმართულებას აირჩევს ქართველი ერი იმისათვის რომ დაამყაროს სამართალი ზნეობაზე!

    ___________________________________________
    ___________________________________________

    დროა ზნეობა აღიარებული იქნას სახელმწიფო კანონმდებლობის მიერ, როგორც ადამიანის და საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, მისი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრავი და ძირითადი ღირებულება (უფრო მეტის თქმაც შეიძლება).

    “დრო ყოველთვის მწიფეა იმისთვის რომ სწორი გააკეთო” – მარტინ ლუთერ კინგი (“წერილი ბირმინგემის ციხიდან,” 1963 წლის 16 აპრილი).

    არავის არა აქვს იმისი უფლება რომ ერს (საზოგადოებას) შეუზღუდოს საკუთარი რელიგიური უფლებები და მიაყენოს მორალური შეურაცხყოფა! თუნდაც კანონის ძალით.

    დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია კანონების მიღება-დამტკიცება ხალხის (მოქალაქეების) ნების გარეშე.

    * * *

    ეს არის სიმართლე და არა რადიკალიზმი.

    * * *

    ძალა ზნეობის გარეშე – არის უზნეო ძალა.

    კანონი ზნეობის გარეშე – არის უზნეო კანონი.

    * * *

    უზნეო კანონის დამტკიცება ხალხის ნების გარეშე – არის უზნეობა და თვითნებობა ხალხის მიმართ.

    შეურაცხყოფაც ბოროტებაა.

    _______________________________
    http://www.facebook.com/zviad.xornauli

  • ზვიადი says:

    ეს არის დემაგოგია, ლაპარაკობს და გამოყავს ისე როგორც აწყობს, ეს არ არის სიმართლე.

    ვერ გაიგეს ამათმა რომ ცოდვის დაკანონება და ნების დართვა არ შეიძლება! “კრიტიკა” სხვაა და ცოდვაზე ნების დართვა სხვა!

  • გიორგი says:

    ეს რა რომის პაპივით ლაპარაკობს?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი