მთავარი » პოპულარული

გიორგი დანიბეგაშვილის “ფერადი ხილვები”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.04.2013 | 2,429 ნახვა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი 2013 წლის 2 აპრილს 18:00 საათზე წარმოგიდგენთ გიორგი დანიბეგაშვილის გამოფენას “ფერადი ხილვები”.

გიორგი დანიბეგაშვილი გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მხატვრის, გიორგი დანიბეგაშვილის ფერწერული ნამუშევრები, რომელსაც მან პირობითად “ფერადი ხილვები” უწოდა.

დამთვარიელებელი ექსპოზიციაზე იხილავს მხატვრის 25 ფერწერული ტილოს სერიებიდან: მოგზაურობა ნიუ იორკში, შობის მისტერია, მოჩვენებითი სახეცვლილება, არისტოკრატები ემიგრაციაში, ზარატუსტრას სიზმარი, სათნოებათა კიბე.

“ფერადი ხილვები” ავტორის დროსთან დამოკიდებულებას გამოხატავს. მხატვარი თვლის, რომ ხელოვნება წარსულსა და მომავალში გამოხატული ისტორიაა, აწმყო კი – მხოლოდ პირობითობა. პროექტი დამთვარიელებელს მხატვრის აბსტრაქტულ ფერწერას წარუდგენს. ნამუშევრები მისი “ფერადი ხილვების” შედეგად შეიქმნა და ფერთა თავისებური აღქმითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი