
10 მაისს, 17 საათზე საგამოფენო ცენტრ “ქარვასლაში” ხელოვან გიორგი აბრამიძის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით “კონკორდანსი კიდობანი” გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ხელოვანის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენა საინტერესო და ამავდროულად, უცნაური აღმოჩნდა. ზეთით შესრულებულ ტილოებთან ერთად აქ შეხვდებოდით შერეული ტექნიკით შექმნილ ნამუშევრებს.
გამოფენაზე ხელოვანმა მოქმედებაში მოიყვანა მანამდე უძრავად მყოფი, მექანიკური კონსტრუქციები, რამაც დამთვალიერებელთა აღტაცება გამოიწვია. გიორგი აბრამიძის თქმით, მის სათქმელს საკუთარი შემოქმედება სრულად გადმოსცემს.
გამოფენა 27 ივნისამდე გაგრძელდება.
ნინო ჩალაძე
