მთავარი » დღესასწაულები

გილოცავთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შობას!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.01.2024 | 209 ნახვა

წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ბრძანებს: „საიდუმლოსა უცხოსა და დიდებულსა ვხედავ: მწყემსნი სასმენელთა ჩემთა ოხრიან; არა უდაბნოსა ქადაგებენ სახარებასა, არამედ ზეცისასა აქებენ გალობასა, ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოზნი გალობენ, აქებენ ქერობინნი, ადიდებენ სერაბინნი. ყოველი დაბადებული დღესასწაულობს, რამეთუ ღმერთსა ხედვენ ქუეყანასა ზედა და კაცსა ცათა შინა, ქუესკნელსა ზესკნელად განგებულებით და ზესკნელსა ქუესკნელად კაცთმოყვარებით… მშობელსა ვხედავ და შობილსა განვიცდი თუალითა, ხოლო სახესა მას შობისასა ვერ ძალ-მიც მიწდოლვად. იძლევის ბუნებაჲ, იძლევიან წესნი სრბისანი, ოდეს-იგი ღმერთსა ჰნებავნ, რამეთუ არა ბუნებით იყო საქმჱ იგი, არამედ უფროჲს ბუნებისა საკჳრველებაჲ იგი: უქმ იქმნა ბუნებაჲ, არამედ იქმნა უფლისა იგი ნებაჲ“.

საკვირველად არის განდიდებული ქრისტეშობა ჰიმნოგრაფიულ ტექსტებშიც. „უძველეს იადგარში“ ვკითხულობთ:

„უფალი იშუა ბეთლემს ჰურიასტანისასა. აღმოსავალით მოვიდეს მოგუნი თაყუანისცემად ღმრთისა განკაცებასა. საფასეთა მათთა გულსმოდგინედ ააღეს, ძუენი პატიოსანი მიუპყრეს: გამოცდილი ოქროჲ – მეუფესა საუკუნესა, გუნდრუკი – ღმერთსა ყოველთასა, ვითარ სამ დღისა მკუდარსა, მური – უკუდავსა მას. ყოველი თესლები მოვედით, თაყუანის-ვსცეთ, რამეთუ ესე არს მაცხოვარი ჩუენ ყოველთაჲ“.

„რაჲ-მე შევსწიროთ შენდა, ქრისტე, რამეთუ გამოშჩნდი ჴორცითა, ვითარცა კაცი, ჩუენთჳს? თითოეულნი, შენგან ქმნულნი და დაბადებულნი, მადლობასა შენდა შევსწირავთ: ანგელოზნი – ქებასა, ცანი – მასკულავსა, მოგუნი – ძღუენსა, მწყემსნი – საკჳრველებასა, ქუეყანაჲ – ქებასა, უდაბნოჲ – ბაგასა, ხოლო ჩუენ – დედასა და ქალწულსა. რომელი საუკუნითგან ღმერთ ხარ, შეგჳწყალენ ჩუენ”.

მოამზადა გიორგი მეტრეველმა

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი