გერმანული მემკვიდრეობა, რომელიც საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი სპექტრით არის წარმოდგენილი საქართველოში, 
თითქმის ორსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანძურია.
2015 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამხრეთ კავკასიაში „გერმანული მემკვიდრეობის დაცვის კავშირთან“ მჭიდრო თანამშრომლობით წამოიწყო ფართომასშტაბიანი პროექტი – გერმანული კოლონიების, ისტორიული დასახლებების ურბანული ქსოვილის, საკულტო, საერო, მათ შორის საზოგადოებრივი, ინდუსტრიული თუ საცხოვრებელი არქიტექტურის უნიკალური ნიმუშების ინვენტარიზაციისთვის.
2015 წელს განხორციელებული კვლევის შედეგად განხორციელდა ბოლნისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბნის, მანგლისის, დმანისის, წალკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში გერმანული კოლონიებისა და დასახლებების, მათ შორის 2 მსოფლიო ომის დროს ტყვეთა მასობრივი ჩასახლებების ადგილების, სასაფლაოების იდენტიფიცირება, ადგილმდებარეობის დაზუსტება თანამედროვე საკოორდინატო მონაცემებით და რუკაზე დატანა; ასევე, განხორციელდა ქ. ბოლნისისა და სოფ. ასურეთის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული გერმანული დასახლებების ისტორიული შენობება-ნაგებობების ინვენტარიზაცია. შედეგად მომზადდა 260 სააღრიცხვო ბარათი და განსაკუთრებული ღირებულების მქონე 19 ობიექტისათვის საპასპორტო დოკუმენტაცია.
წყარო: http://www.heritagesites.ge
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
