მთავარი » ჯანმრთელობა

გენმოდიფიცირებული პროდუქტი – საფრთხე ჯანმრთელობისათვის!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.10.2012 | 20,387 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალების იმპორტი აიკრძალება. შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქციის სავალდებულო მარკირება. გენმოდიფიცირებული აღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია, აღნიშნავს საკვები პროდუქტების ექსპერტი შალვა მელქაძე, რომელსაც “ამბიონი” გენურად მოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ ესაუბრა.

ბატონო შალვა, რა არის გენურად მოდიფიცირებული პროდუქტები და რა გზით მიიღება გენური ინჟინერიის კულტურები?

გენურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ცნება უშუალოდ დაკავშირებულია თანამედროვე ბიოტექნოლოგიისა და გენეტიკური ინჟინერიის ცნებასთან. თანამედროვე ბიოტექნოლოგია კი სათავეს იღებს XX საუკუნის 70-იანი წლებიდან და თეორიულად ეფუძნება გენეტიკური ინჟინერიის მეთოდებს, მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის მიღწევებს.

თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების შედეგად შესაძლებელია მცენარის, ან ცხოველის ამა თუ იმ სახეობისათვის “სასურველი” თვისების მინიჭება. კერძოდ, ხდება ამ “სასურველი” თვისების განმაპირობებელი გენის ჩანერგვა მცენარესა, ან ცხოველში. სწორედ ამ გზით წარმოიქმნებიან გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები. ამდენად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი არის ის მცენარე ან ცხოველი, რომელსაც მისი გენეტიკური მასალის ცვლილებით (ახალი გენის ჩანერგვით) მინიჭებული აქვს რომელიმე ახალი “სასურველი” თვისება. მაგ. ყინვაგამძლეობა, სწრაფი სიმწიფე, უხვმოსავლიანობა და ა.შ.. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საშუალებით ხდება ორგანიზმების გენეტიკური მასალის იმგვარი შეცვლა, რაც არასოდეს მოხდებოდა ბუნებრივი ევოლუციის პროცესში.
თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მიღწევები, ძირითადად გამოიყენება მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან (ანუ გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეებიდან და ცხოველებიდან) იწარმოება გენმოდიფიცირებული პროდუქტები – სამკურნალო საშუალებები, ვაქცინები, საკვები პროდუქტები (ადამიანისა და ცხოველის), კვებითი ინგრედიენტები, პარფიუმერიული ნაწარმი, სათესლე და სანერგე მასალა და ა.შ.

ამჟამად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე/სანერგე მასალა და საკვები პროდუქტები მსოფლიო ბაზრის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

უსაფრთხოა თუ არა ადამიანისათვის გენურად მოდიფიცირებული პროდუქტები?

გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რომელთა შესახებაც ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს, ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თვალსაზრისით კვლევების ისტორია ძალიან ხანმოკლეა. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებისას არსებობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ადამიანზე, ბუნებრივ გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი ზეგავლენის პოტენციური რისკი (საშიშროება). აქედან გამომდინარე თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდებისა და მათ შედეგად მიღებული ორგანიზმების გამოყენებისას ბიოუსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფის მიზნით მთელ რიგ ქვეყნებში და საერთაშორისო დონეზე შემუშავდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ჩარჩოების განსაზღვრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ დამყარებულიყო სათანადო ბალანსი პოტენციურად მნიშვნელოვან სარგებელსა და გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობის გარანტირებულ უსაფრთხოებას შორის. გენმოდიფიცირებული ცხადი იყო, რომ ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფა და რეგულირების ეფექტური სისტემების შექმნა, განსაკუთრებით გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტექსტში, შეუძლებელი იქნებოდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის კოორდინირებული მიდგომის გარეშე. სწორედ ამ მიზნით ბიომრავალფეროვნების კონვენციის ფარგლებში შემუშავდა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი – ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი, რომელიც ძალაში შევიდა 2003 წლის 11 სექტემბერს. ამჟამად, კარტახენას ოქმის მონაწილე მხარედ ითვლება 80-ზე მეტი ქვეყანა. საქართველომ 2010 წლის შემოდგომაზე რატიფიცირება მოახდინა და მიუერთდა კარტახენის ოქმის მონაწილე ქვეყნებს.

გენურად მოდიფიცირებული პროდუქტები საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში

კარტახენის ოქმის მონაწილე ქვეყნებთან მიერთების შემდგომ საქართველოს უნდა მიეღო შესაბამისი კანონი – “გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ”, მაგრამ საქართველოს მთავრობამ პოლიტიკურად ვერ (არ) გადაწყვიტა რა ფორმით მომხდარიყო გენურად მოდიფიცირებული პროდუქტების დაშვება საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ,

ამჟამად საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანოების გამოყენების, ბუნებაში გამონთავისუფლების ან ბაზარზე განთავსების საკითხებს. აღნიშნულის გამო გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები (პროდუქტები) იმპორტირდება აღრიცხვისა და კონტროლის გარეშე. ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებიდან დადასტურებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე მასალის იმპორტისა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელების არაერთი ფაქტი. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე დღეისათვის არსებული საკვები პროდუქტებიც (როგორც იმპორტული, ისე ადგილობრივი წარმოების) სავარაუდოთ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს. შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო, არ არის განსაზღვრული საზოგადოების (მომხმარებლისა და ბიზნეს სექტორის) უფლებები და მოვალეობები ამ სფეროში.

გმო და მათგან მიღებული პროდუქტები საქართველოში

პოსტსაბჭოთა პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების მოშლის შედეგად ქვეყანაში შეიქმნა მძიმე მდგომარეობა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიმართულებებით. ამ მდგომარეობის აღმოცენების მიზეზთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო არასწორი მართვისა და ადმინისტრირების ფაქტორი, რის შედეგადაც სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პოტენციალი, არასათანადოდ იქნა ათვისებული სასოფლო-სამეურნეო მიწების რესურსები, რაც უკავშირდება მიწის მფლობელობის საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურებას. აღნიშნულის ფონდზე, საგრძნობლად გაიზარდა ქვეყანაში სათესლე მასალისა და საკვები პროდუქტების, მათ შორის მარცვლეულის, იმპორტის მოცულობა. სავარაუდოდ, რომ იმპორტირებული სათესლე მასალა ძირითადად გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებია კატეგორიას განეკუთვნებოდა.

სიტუაციას ართულებს საკანონმდებლო ბაზის გარდა ვაკუუმია აგრეთვე გმო-სა და მათგან წარმოებული პროდუქტების იდენტიფიკაციისათვის საჭირო ბაზის არარსებობა. ეს ფაქტობრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან მიღებული პროდუქტების უკონტროლო იმპორტსა და მიმოქცევას.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებული იქნა გამოკვლევები, რომელთაც სისტემატური ხასიათი არ გააჩნიათ. ამიტომ ჯერჯერობით შესაძლებელია მხოლოდ ვარაუდების დონეზე დასკვნების გაკეთება, რომელიც ეყრდნობა მსოფლიოში არსებულ გამოცდილებას: მაგალითად, თუ სიმინდი ან სოია წარმოებულია აშშ-ში, ფაქტობრივად, ეს მარცვლეული შეიძლება ჩაითვალოს გენმოდიფიცირებულად. ასევე, თუ პროდუქტი შეიცავს კარტოფილს, სიმინდს, სოიას, ან მათგან წარმოებულ ნივთიერებებს: სახამებელს, ლეციტინს, ვაჟინს (სიროფი) ზეთს და ა.შ., ეს პროდუქტებიც საეჭვოდ მიიჩნევა.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი საქართველოში

საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის პირველი გახმაურებული შემთხვევა იყო 1996 წელს კომპანია “მონსანტოს” ტრანსგენური კარტოფილის იმპორტი და კულტივაცია. აიდაჰოდან (80%) და კანადიდან (20%). შემოიტანეს გენეტიკური ინჟინერიით მიღებული კარტოფილის სამი ჯიში: ატლანტიკი (ატლანტიც), სუპერიორი (შუპერიორ), და რასეტ ბერბანკი (ღუსსეტ Bერბანკ), საერთო რაოდენობით დაახლოებით 133-148 ტონა.
1995 წლის დასაწყისში, სათესლე კარტოფილის სიმცირის გამო უცხოთიდან შემოტანილი იყო სხვადასხვა ჯიშის კარტოფილის სათესლე მასალა, გენმოდიფიცირებული მათ შორის აღმოჩნდა მონსანტოს გენმოდიფიცირებული კარტოფილიც, რომელიც შვიდმა ადგილობრივმა ფერმერმა 1996 წელს დათესა წალკის, ასპინძისა და თეთრიწყაროს რაიონებში. მოსავლიანობა ძალიან დაბალი იყო – ჰექტარზე ნაცვლად სავარაუდო 18-22 ტონისა, დაახლოებით 8 ტონა მოიწიეს.
1997 წლის ოფიციალური მონაცემებით გენმოდიფიგირებული კარტოფილი წალკის რაიონში გამოსაცდელად დაითესა 142 ჰა-ზე.

1994-97 წლებში გურიასა და სამეგრელოში შემოტანილ იქნა ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის თესლი, ხოლო 1995-97 წლებში ხობისა და ლანჩხუთის რაიონში – ამერიკული სათესლე სოიას მარცვალი.
გარდა აღნიშნულისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით აშშ-დან საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა იმპორტირებული ხორბალი, ქერი, სიმინდი. სავარაუდოა, რომ ეს სათესლე მასალაც დაბინძურებული იქნებოდა განეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებით, თუმცა კონტროლი ამ მიმართულებით არ განხორციელებულა.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან მიღებული პროდუქტები

საქართველოს ბაზრებზე დღეისათვის არსებული საკვები პროდუქტების (როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების) შეიცავს გარკვეულ გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს.

იმპორტირებულ პროდუქტებს შორის, მათში გენმოდიფიცირებული მასალის შემცველობის თვალსაზრისით “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” მონაცემების მიხედვით, პირველ რიგში, აღსანიშნავია:
კარტოფილის ჩიფსები;
სიმინდის ჩიფსები და კრეკერები;
სიმინდის ბურღულლეული;
სიმინდის ბურბუშელა;
სიმინდის კონსერვები;
გაყინული სიმინდის მარცვალი;
სოიას ფარშები;
სოიას კონსერვები;
კეტჩუპები და ტომატ-პასტები (პომიდორი, სახამებელი);
ნამცხვრები (სიმინდი, სოია, ასპარტამი);
შოკოლადები, კანფეტები (ლეციტინი, სოია);
საღეჭი რეზინები (ლეციტინი, ასპარტამი);
წვენები და სასმელები (ასპარტამი);
ხორცის კონსერვები და პაშტეტები (ლეციტინი, სოია);
სუფები (კარტოფილი, სახამებელი, ლეციტინი);
რძის პროდუქტები (მოწიფული და მდნარი ყველი შეიცავს ლეციტინს);
სამარხო მარგარინი (მცენარეული ცხიმი, ლეციტინი);
ძეხვეული (ლეტიცინი, სოიას წარმოებულები);
ბურღულეული (სიმინდი, სოია, კარტოფილი, მათი წარმოებულებები, ასპარტამი).

უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია მონაცემების მიღება იმ საკვებ პროდუქტებისა ან საკვებ კომპონანტებზე (დანამატებზე), რომლებიც სხვადასხვა მცირე კომპანიების ან ცალკეული პირების მიერ იქნა იმპორტირებული მცირე პარტიებით. სავარადუო, რომ მთლიანი მოცულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამ პროდუქტების ზემოქმედების მასშტაბები და ხარისხი დიდია.

თეონა ნოზაძე

“ამბიონის” მკითხველს გენურად მოდიფიცირებული ნედლეულისა და მისგან მიღებული პროდუქტების ფართო სიასა და გენმოდიფიცირებული პროდუქციის მიმართებაში სხვა ქვეყნების დამოკიდებულებას უახლოეს დღებში შემოგთავაზებთ…


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მაკრინე117 says:

    ra sashinelebaa rom chveni micebis patroni am sazizgrobas shemoitans qveyanashi..zalian kargia rom aikrzaleba.dasvan da mtavrobis im cevrebs achamon koveldge eg vinc shemoitana an xeli moacera ,magis shemotanas..

  • daviti says:

    misasalmebelia, magram adamiani mainc vershedzlebs gaarchios genmodificirebuli produqcia jansaRisagan, radgan basarse gamotanili glexis produqcia namdvilad ar iqneba etiketirebili da ar eqneba minishneba igi bioa tu genmodificirebuli. axla metyvit glexis moyavanili produqcia ra tqma unda ekoligiurad sufta iqnebao es azri didixania ukve warsuls chabarda. minda avRnishno rom qrtveli glexebi da fermerebi dzalian gaeshmakdnen. rato? me tu mkitxavt es gamoiwvia gaunatleblobam. viRaca gaigebs raRac axal informacias, ro turme esa tu is kulturis tesli krgad modis, arc gatoxna unda, arc morwyva, tan iset karg tavtavs iketebbs ro nugar ikitxav. aseti tesli ra tqma unda yvelas daainteresebs(naklebi danaxarjebi maqsimaluri shemosavali) es ra tqma unda yvelas moewoneba da iyidis, magram es rogori tesli iqneba? es iqneba genmodificirebuli, romlis shesaxebac glexma da umetesma fermerma araferi ar icis. mouyvans sogs gayidis sogsac tviton moixmars. me vtvli rom upirveles yovlisa unda moxdes adamianebis informirebuleba, imis shesaxebt tu ra zians ayenebs adamians genmodificirebuli produqcia, tu ra sians aqenebs igi garemos da tu rogor ewinaaRmdegeba igi RmerTis mier dadgenil kanonzomierebebs. amas rom glexi da fermeri gaigebs sheidzleba rac shechames bodishit da ukan amaiRos…

    • ნანა says:

      ჭეშმარიტებას ბრძანებთ მაგრამ როგორ არაინტერესებს ეს ჩვენ მაღალ ჩინოსნებს რომლებსაც ჩვენი ქვეყნის “მართველები “ჰქვიაათ ეს ხომ კარგად იციით არააააააა?! ვაი რომ ჩვენ ქვეყანაზე ,ჩვენ ხალხზე აღარავინ ფიქროობს…

  • თინათინ აბულაძე says:

    საქართველოს მოსახლეობა კატასტროფის წინაშე დგას, ამდენი სიმსივნით დაავადებული ადამიანი 1995 წლამდე არ ყოლია საქართველოს. თითქმის ჯანმრთელ ადამიანს ვეღარ იპოვით, ყოველი ჩვენგანი რაღაცითაა დაავადებული, ეს გემოდიფიცირებული საკვების შედეგია, და ისე გვკლავენ არც კი ვიცით რას მივირთმევთ. ასეთი დაუცველი საქართველოს მოსახლეობა
    არასოდეს ყოფილა. მე მგონი უნდა აინთოს SOS სიგნალი და ყველაფერი
    უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ მთლიანად არ გადავშენდეთ.

  • ნინო კილაბერია says:

    მივესალმები არსებულ სტატიას და მადლობა მინდა გადაგიხადოთ აღნიშნულ საკითხზე ყურადღების გამახვილებისათვის. მოგახსენებთ, რომ უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, მოგეხსენებათ ინფორმირებული ადამიანი უფრო დაცულია. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობდი აღნიშნულ საკითხს-გენეტიკოსი გახლავართ (უამრავი თემა მაქვს დაწერილი აღნიშნულ საკითხზე). ვადასტურებ, რომ აუცილებელია პროდუქტების მარკირება, რათა მომხმარებელს ქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა გენმოდიფიცირებულ და არაგენმოდიფიცირებულ პროდუქციას შორის. ბევრი გავრცელებული სამეცნიერო კვლევის მიხედვით ონკოლოგიურ დაავადებათა მკვეთრი ზრდა სწორედ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას უკავშირდება. ნამდვილად უნდა აინთოს SOS სიგნალი და ყველამ ერთად ვუთხრათ- ა რ ა გენმოდიფიცირებულ პროდუქციას!

  • ana says:

    saqartvelo kai xania dagupvis pirasaa misuliiii da verc veraferi sheacherebssss am utvino mtavrobis.

    • სოსო says:

      ბატონებო, გმო არის თანამედროვე გენეტიკური ინჟინერია და ბიოტექნოლოგია და არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. 70-ათიანი წლეებიდან მთელი მსოფლიო მოიხმარს (ჩვენც)პესტიციდებით და ათასგვარი სხვა საზიზღრობებით გაჯერებულ საკვებს, რაც იწვევეს სხვადასხვა დაავადებებს (ეს უკვე დამტკიცებულია)ამის საპირისპიროდ მეცნიერებამ გამოიგონა უფრო მისაღები და ნაკლებად საშიში მეთოდები . გმო შემოსულია და მოიხმარება ყველა ქვეყანაში. ერთადერთი რაც შეუძლიათ მის მოწინაამღდეგეებს თქვან ეს არის რომ 25 წელი არ არის გასული ანუ გასულია 15წელი და არ ვიცით რა იქნებაო. მეტი ვერავინ ვერაფერს ამბობს. ანუ იცავენ პროდუქციის მოყვანის ძველ მეთოდს გერბიციდულს. გეკითხებით დაფიქრდით და თქვით რა სჯობს მიწამლოთ გერბიციდებით თუ მივიღოთ ის საკვები რითაც იკვებება ევროპა, ავსტრალია და აშშ. ე.ი ამ ქვეყნებს არ აწუხებს არაფერი და თოფაძე-ტყემალაძე ზრუნავს ჩვენზე:)))))))))ვაი დედა

  • სოსო says:

    ვისაც ბენდუქიძე ბებილი გგონიათ იმთთვის არ ვამბობ. ბენდუმ თქვა,გმო არა იხვიო, გაანებეთ თავი მაგ სისულეებს და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეშლასო.

  • სოსო says:

    თავიდან როცა სიმინდი ამერიკიდან შემოიტანეს (მე-17 ს, როგორც ისტორია ამბობს) არავინ გამოჩნდა ასეთი პატრიოტი, რომ ამისათვის ხელი შეეშალა. კიდევ კარგი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი