მთავარი » საზოგადოება

“გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.11.2012 | 1,969 ნახვა

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიას იწყებს.

ქალზე ძალადობა25 ნოემრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გაერო-ს მოსახლეობის ფონდი საქართველოში (UNFPA) ტრადიციას აგრძელებს და უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, რომელიც 1991 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

ამ პერიოდის განმავლობაში ფონდი არაერთ ღონისძიებას გამართავს, მათ შორისაა ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი რადიო და ტელეგადაცემები, კინოჩვენებები, და ახალგაზრდული დისკუსიები გენდერული ძალადობის საკითხებზე.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია უკვე მრავალი წელია, აღინიშნება. 2012 წლის კამპანია გაერო-ს ერთობლივი პროგრამის –”გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში” – ფარგლებში ტარდება, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, გაეროს ერთდროულად სამი სააგენტოს – გაერო-ს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ხორციელდება.

სტატისტიკის მიხედვით, გენდერული ძალადობის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად უფრო მეტი ქალი იღუპება, ვიდრე კიბოს, მალარიისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ერთად აღებული.

“დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, გენდერული ძალადობა, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობა აქტუალური პრობლემაა საქართველოშიც: გაერო-ს მოსახლეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ქორწინებაში მყოფი ყოველ მე-11 ქალს გამოუცდია ფიზიკური ძალადობა მეუღლის მხრიდან, ხოლო ყოველი მე-3 ქალი – გამხდარა ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლი”, – ნათქვამია ფონდის ინფორმაციაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი