ატოპიურ დერმატიტს, როგორც ბევრ სხვა დაავადებას, ახასიათებს გაზაფხულზე გამწვავება.
- გამწვავება დაკავშირებულია: ამინდის ცვლილებასთან, ტემპერატურის მკვეთრ მატება-კლებასთან, ჰაერში ტენიანობის ცვლილებასთან. ჰაერში მატულობს ხე-მცენარეთა მტვრის მარცვლების გამოფრქვევა და გავრცელება, რაც თავის მხრივ ამწვავებს ატოპიურ დერმატიტს.
- ატოპიური დერმატიტის გამწვავებას, ასევე ხელს უწყობს ვიტამინების ნაკლებობა, რომელიც ხანგრძლივი სიცივეების შემდეგ გაზაფხულზე იჩენს თავს.
ატოპიური დერმატიტის ძირითადი სიმპტომებია:
სიწითლე
ქავილი;
გამოშრობა;
გაუხეშება;
კანის წვა;
გასქელება;
შესაძლოა ბუშტუკოვანი გამონაყარიც.
პრაქტიკული რჩევები გაზაფხულზე ატოპიური დერმატიტის სიმპტომების შესამცირებლად:
. მკარგად დაიტენიანეთ კანი;
მნიშვნელოვანია გამოიყენოთ სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ კანის ბარიერის აღდგენას და ანთების შემცირებას.
- გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები ყოველთვის, ვიდრე გახვალთ გარეთ, რადგან მზის ზემოქმედებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ეგზემის/ატოპიური დერმატიტის გამწვავება;
- მოერიდეთ გარეთ გასვლას დამტვერვის პიკის პერიოდში, რადგან მცენარეთა მტვრის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები;
- ეგზემა, კანის ქრონიკული მდგომარეობაა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რემისიის და რეციდივის პერიოდები. მნიშვნელოვანია, კანის მოვლის თანმიმდევრული რუტინის შენარჩუნება მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები კონტროლს ექვემდებარება;
- მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე.
- ატოპიური დერმატიტის გართულებისას, თუ ჩამოთვილი რეკომენდაციები არ არის ეფექტური და საკმარისი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი – Center of Allergy & Immunology
