პატერიკი
ერთმა ბერმა, როდესაც გაიგო, ძმა ცოდვაში ჩავარდნილიყო, განიკითხა იგი და თქვა: „უდიდესი ბოროტება ჩაუდენიაო“. გავიდა ხანი და ანგელოზმა ბერის მიერ განკითხული ძმის სული მიუვლინა და მიუგო:
„ვინც შენ განიკითხე, გარდაიცვალა. სად მიბრძანებ მისი სულის განწესებას: სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში“. ბერი შეშინდა. „შენ ხომ მართალთა და ცოდვილთა განმსჯელი ხარ, – განაგრძობდა ანგელოზი, – მიბრძანე! შეიწყნარებ თუ საუკუნო სატანჯველს განუწესებ“.
მიხვდა ბერი – ძმის განკითხვით უმძიმეს ცოდვაში ჩავარდნილიყო და მოთქმა-გოდებით შესთხოვა პატიება. დიდი ხნის განმავლობაში უფალი უპასუხოდ ტოვებდა; საბოლოოდ შეიწყალა და კვლავ ანგელოზი მიუვლინა. „ღმერთმა გაპატია – მიუგო ანგელოზმა – აწ, გახსოვდეს სიმძიმე განკითხვისა“.

“nuravis ganikitxav da gankitxuli ar iqnebi”!yvelam unda mixedos mis mier chadenil codvebze,da nu ganikitxav sxvas,yvelani vagebt pasuxs Uflis winashe.