მთავარი » საზოგადოება

გარემოს დანაგვიანება კანონით ისჯება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.01.2015 | 2,607 ნახვა

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:
80 ლარი

საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა-ნაგებობებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება:
100 ლარი

ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება:
ჯარიმდება მძღოლი 120 ლარით

გარემოს დაბინძურება

საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება:
ჯარიმდება დამრღვევი 120 ლარით

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა):
150 ლარი

ხუთი ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავების გარდა):
500 ლარი

2 კგ-მდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ელექტროსაქონელის, გრაფიტის ელექტროდების, ასევე ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, შუშის ნამსხვრევების, ლურსმნების და სხვა მსგავსი ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:
100 ლარი

2 კგ ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:
ფიზიკური პირი- 150 ლარი;
იურ. პირი – 500 ლარი;

1 მ3-ზე მეტი ოდენობით მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
ფიზ. პირი – 300 ლარი;
იურ. პირი – 1000 ლარი;

დიდი მოცულობის ნარჩენებით (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო და ელექტროტექნიკური დანადგარების, სამშენებლო დანადგარებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების) გარემოს დანაგვიანება:
ფიზ. პირი – 500 ლარი;
იურ. პირი – 1500 ლარი;

1 მ3-მდე მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:
ფიზ.პირი- 200 ლარი;
იურ. პირი – 500 ლარი;

1 მ3 ან მეტი მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:
ფიზ. პირი – 500 ლარი;
იურ. პირი – 1500 ლარი;

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება
(ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოვლის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას):
50 ლარი

ცხოველთა სხეულების ნარჩენების 20 კგ-მდე ოდენობით (მათ შორის სასაკლაოებიდან) გარემოს დანაგვიანება:
ფიზ. პირის – 150 ლარი;
იურ. პირის – 500 ლარი;

ცხოველთა სხეულების ნარჩენების 20 კგ ან მეტი ოდენობით (მათ შორის სასაკლაოებიდან) გარემოს დანაგვიანება:
ფიზ.პირი – 300 ლარი;
იურ. პირი – 1000 ლარი;

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის ნარჩენების, საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების) დაწვა ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში:
200 ლარი

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების, (მათ შორის საბურავების, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალების) დაწვა ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში:
500 ლარი

სახიფათო ნარჩენების ჩაშვება საკანალიზაციო სისტემაში ან ზედაპირულ ან მიწიქვეშა წყლებში:
ფიზ.პირი – 400 ლარი;
იურ. პირი – 1000 ლარი;

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ტიპის ქმედება, ნარჩენების შეგროვებისთვის გამოყოფილი კონტეინერების გარეთ:
ფიზ. პირი – 400 ლარი;
იურ. პირი – 1000 ლარი;

არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას არასახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება:
ფიზ. პირი – 200 ლარი;
იურ. პირი – 400 ლარი;

სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება:
ფიზ. პირი – 350 ლარი;
იურ. პირი – 800 ლარი;

სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების განხორციელება სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გარეშე:
200 ლარი

სახიფათო ნარჩენების ინსინერაცია შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ:
ფიზ.პირი-500;
იურ.პირი-1500;

20კგ-ზე ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენების შერევა სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან, სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე:
ფიზ.პირი-200;
იურ.პირი-300;

20კგ-ზე მეტი ოდენობის სახიფათო ნარჩენების შერევა სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან, სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე:
ფიზ.პირი-550;
იურ.პირი-1500;

მუნიციპალიტეტების მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიის მიერ ნარჩენების მართვის გეგემის მიუწოდებლობა:
200ლარი

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა:
250ლარი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი