მთავარი » პოპულარული

გარეჯის თემას ჩიკაგოს სამიტზე განიხილავენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.05.2012 | 1,632 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 17 მაისს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის.

საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო ქართული კულტურული ძეგლის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის საკითხს, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პატრულირების მარშრუტის გადანაცვლებამ წამოჭრა.

მინისტრები იმყოფებიან რა მუდმივ კონტაქტზე, შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, დამატებით განიხილავენ ამ საკითხს. ამასთან, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • teona says:

    ucnauria,amave saitze sxva statiashi vnaxe rom ecera “prezidentebi shetanxmdneno” aq ki sxvanairad ceria.ki magram aseti mnishvnelovani sakitxebi telefonit ckdeba? vai chven chveni patronis xelshi martla.

  • თეონა ნოზაძე says:

    თეონა, სტატია
    “გარეჯის თემას ჩიკაგოს სამიტზე განიხილავენ” -გამოქვეყნებულია 18.05.2012.
    “შეთანხმება აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს შორის” – 20.05.2012 (ამავე სტატიაშია საუბარი საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრაზე.)

    ამდენად, თუ თანმიმდევრულად მიყვებით ამ საკითხს, უცნაურიც არაფერი იქნება.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი