მთავარი » პოპულარული

“გარეჯის კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.05.2012 | 1,205 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის თქმით, დავ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება ფლობს ინფორმაციას, რომ უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. მათ აქვთ კომუნიკაცია აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ამ საკითხზე უშუალოდ აზერბაიჯანის ელჩთან გაიმართება შეხვედრა.

ნინო კალანდაძე: “საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის. ეს პროცესი სირთულეებთან არის დაკავშირებული და შეთანხმებას გარკვეული პერიოდი სჭირდება,”-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტრადიციულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებსა და ტურისტებს დავითგარეჯის კომპლექსში აღარ უშვებენ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი