მთავარი » ქრისტიანობა

“გარეჯა ჩემთვის არს ერთ-ერთი ძვირფასი ადგილი… 1997-1998 წლებში ვიყავი გარეჯის ლავრის წინამძღვარი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.10.2020 | 776 ნახვა

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) დავითგარეჯასთან დაკავშირებულ მოვლენებს იხსენებს

გარეჯა ჩემთვის არს ერთ-ერთი ძვირფასი ადგილი… 1997-1998 წლებში ვიყავი გარეჯის ლავრის წინამძღვარი.

იმ წლებში არანაირი საუბარი არ იყო იმაზე, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ეკუთვნოდა უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო საქართველოს ტერიტორია… არც პოლიტიკოსების დამოკიდებულება იყო სხვაგვარი…

ეკლესია და ჩვენი პატრიარქი მშვიდობიანად ცდილობდა საკითხის მოგვარებას, მშვიდად, თხოვნით მიმართავდა როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ასევე მეგობარი ქვეყნის ხელისუფალთ.

მისმა უწმინდესობამ გარეჯის საკითხზე რამდენჯერმე ისაუბრა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტსაც მიმართა ამ თემასთან დაკავშირებით. ამის იქით ეკლესია ვერაფერს გააკეთებდა, რადგან ეს არის სახელმწიფოთა შორის მოსაგვარებელი საკითხი…

მოლოდინი იმედიანია. ვფიქრობ, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნისთვის სრულებით გასაგებია ჩვენი დამოკიდებულება დავითგარეჯისადმი.

ნაკლებად მჯერა, რომ ვინმეს საქართველოში განზრახ უნდოდეს დავითგარეჯის კომპლექსის თუნდაც ერთი კვადრატული მეტრის დაკარგვა ან გადაცემა. მოსახლეობა არცერთი ხელისუფლებისაგან არ ელოდება, რომ ის ამგვარად მოიქცევა…“


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი