მთავარი » პოპულარული

ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი დასრულდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.04.2012 | 1,667 ნახვა

მართლმადიდებლურ ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი დასრულდა. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში, სპეციალურად გამოყოფილ სადგამზე – “საფლავზეა” დასვენებული და ამ ადგილზე არასრული 3 დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ 3 დღე იყო საფლავში.

გარდამოხსნაზე გამოსახულია საფლავზე დასვენებული ჯვარცმული იესო ქრისტე.

გარდამოხსნა

გარდამოხსნის დაბრძანებამდე ტაძარში წაიკითხეს სპეციალური ლოცვები, შესრულდა სპეციალური საგალობლები, წმიდა სახარებიდან წაიკითხეს ადგილი, სადაც პილატე პონტოელის მიერ უფლის სამსჯავროზე, უფლის ჯვარზე გაკვრასა და ვნებაზე, მის საფლავად დადებაზეა საუბარი.

გარდამოხსნა წითელ პარასკევს სწორედ უფლის ჯვარცმასა და დაფვლას ეძღვნება.

სამღვდელოებამ და მლოცველებმა გარდამოხსნის წინაშე დიდი მეტანია შეასრულეს შემდეგ კი მას ემთხვიენ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი