მთავარიქრისტიანობაგარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა

გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა

2014 წლის 30 სექტემბერს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი). სამთვარო იგი დაიბადა 1929 წლის 11 დეკემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში. იყო მეექვსე შვილი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიანი ოჯახისა.

1970 წლიდან ბატონი ვიქტორი მსახურებდა კათოლიკოს-პატრიარქთან. ყავდა მეუღლე – მარიამ ჩოჩოშვილი. ყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი. ცხოვრობდა ქ.მცხეთაში.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს 4 სექტემბერს, აღიკვეცა ბერად და სახელად ეწოდა გიორგი; განამწესეს მცხეთის წმ.გიორგის სახელობის მონასტერში.

ბერი გიორგი 2 ოქტომბერს, 1400 სთ-ზე, დაიკრძალება სამთავროს მონასტრის ეზოში.

4 COMMENTS

  1. ვიზიარებ ძალიან სამწუხაროა ,ვუსამძიმრებ მის უწმინდესობას და მის ოჯახს , არაერთხელ შევხვედრივარ ახლოს და საოცრად თავდაბალი და კარგი ადამიანი იყო!ღმერთმა ნათელში ამყოფოსმისი სული!

  2. ვიზიარებ ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ მის უწმინდესობას და მის ოჯახს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

  3. ნათელში ამყოფოს ღმერთმა. ვუსამძიმრებ მის უწმინდესობას!!

  4. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული,ვუსამძიმრებ ოჯახს,სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა,ღმერთმა დღეგრძელი ამყოფოს პატრიარქი მისი სულის მოსახსენიებლად………..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები