1992 წლის 4 ოქტომბერს ქ. გარდაბანში ამოქმედდა მარიამ ღვთისმშობლის შობის ეკლესია. ტაძარი აიგო მოსახლეობისა და წარმოება-ორგანიზაციების შემოწირულობებით მაყვალა კიკაბიძის ხელმძღვანელობით.

დარბაზული ტიპის, დიდგუმბათიანი ნაგებობა მთლიანად მოხატულია. ტაძარი მოქმედია. დღესასწაული აღინიშნება ღვთისმშობლის შობის დღეს – 21 სექტემბერს.
ფოტო: თეონა ნოზაძე

გარდაბნის ღვითისმშობლის შობის ტაძარი (ზემოთ მოცემული) ტექსტში შემაქვს შესწორება. არ არის სრულად მოხატული.
თამარ says – ამ ზაფხულში დასრულდა ტაძრის სრულად მოხატვა. ძალიან ლამაზი და მადლიანი ტაძარი გვაქვს!