24 ივლისი 2024, ოთხშაბათი

განსაცდელი

“რომ არ ყოფილიყო განსაცდელი ვერავინ ცხონდებოდაო” – ბრძანებენ წმინდა მამები…

განსაცდელიმაინც რა არის განსაცდელი?

განსაცდელი გზაა ღვთისაკენ… გზა იმ მორწმუნისა, რომლის ამქვეყნიური ცხოვრების მთავარ მიზანს, ღვთის მცნებათა აღსრულებით, ცათა სასუფევლის მკვიდრობის ღირს-ყოფა წარმოადგენს…

განსაცდელის შესახებ საუბრისას წმინდა მამა იოანე ოქროპირი განსაცდელის ორ სახეს გამოყოფს: ნებსით და გარე განსაცდელს, რომლებსაც ასე განმარტავს:

ნებსითი განსაცდელი სულიერი ვნებებია, რომლებიც ზრახვებისაგან წარმოიშობა. იმ ზრახვებისაგან, რომელიც ადამიანს ეშმაკისაკენ მიდრეკილს და მასზე დამოკიდებულს ხდის… იგი ცოდვის ტყვე ხდება. ასეთ მდგომარეობას მორწმუნე ქრისტიანი უნდა გაურბოდეს საქმით და ლოცულობდეს სიტყვით, როგორც მოგვიწოდა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ: “მოუკლებელად ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა”. ნებსითი განსაცდელი მშობელია სასოწარკვეთისა, რომლის შედეგიც სულიერი სიკვდილია. ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად არ უნდა შევიწყნაროთ განმხრწნელი გულისთქმა და თუ მაინც შემოვა, ანუ იშვება იგი ჩვენში, ჩვენშივე უნდა მოვაშთოთ და თუ მაინც დარჩება უნდა მოვაკვდინოთ სინანულითა და აღსარებით, რამეთუ არაფერი კლავს ცოდვას ისე, როგორც აღსარებით განქიქება და სამუდამოდ აღმოფხვრა მისი ჩვენი ცხოვრებიდან.

ნებსითი განსაცდელია ის განსაცდელი, რომლის თავიდან აცილებასაც ვითხოვთ “მამაო ჩვენოში” სიტყვებით: “და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა”. ადამიანი უნდა ევლტოდეს ნებსით განსაცდელს, რომელიც მასში, თუ არა სინანული, სულიერი სიკვდილის მშობელი ხდება და სიხარულით უნდა მიილტვოდეს იმ განსაცდელისაკენ, რომელიც მას ცათა მოქალაქეობის ღირსს ხდის. ეს განსაცდელი კი წმინდა იოანე ოქროპირის თქმით გარედან მოსული განსაცდელია, რემელზეც წმინდა მოციქული იაკობი ბრძანებს: “ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვვეთ პირად-პირადსა” (იაკობი 1.2), რამეთუ განსაცდელი ესე გამომახურვებელ და განმწმედელ არს სულისა. სულის განწმენდა კი დაუსრულებელი გრძელდება ქრისტიანის ცხოვრებაში, ამიტომ განსაცდელი არა ერთხელ, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა დაითმინოს ადამიანმა, ვინაიდან ბრძანებს მოციქული “რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდესო”.

“ჩვენზე მოწევნული ჭირისა და განსაცდელისათვის უფალი ნეტარებასა და “აღთქმის გვირგვინს” გვიბოძებს, რამეთუ განსაცდელის თავსმდებელს უფალმა განუმზადა იმგვარი მდგომარეობა, ანუ ნეტარება, რომელსაც ვერანაირი ხედვა, სმენა, მოგონება და აზროვნება ვერ დაიტევს”, – ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი.

ადამიანზე განსაცდელი მის გონზე მოსასვლელად და ღვთის სადიდებელად ეშვება. განსაცდელისას ადამიანი უფრო მეტად ესავს უფალს, რომელიც მას იმხელა განსაცდელს აძლევს, რომლის დატევაც შეუძლია. როგორც მზრუნველი დედა თავის სამი თვის შვილს არ მისცემს იმ რაოდენობის საკვებს, რომელიც ხუთი წლის ბავშვისთვისაა საჭირო, რამეთუ არ სეუძლია სამი თვის ბავშვს ამდენის მიღება, ასევე უფალი არ დაუშვებს თავის უსაყვარლეს ქმნილებაზე იმაზე დიდ განსაცდელს, რომლის დატევა და თავსდებაც არ შეუძლია მას… განსაცდელის გარეშე უღვთოდ დარჩენილი მამები უფალს ცრემლით ევედრებოდნენ, რომ მიემადლებინა ყოვლის შემოქმედს მათთვის განსაცდელი. ვინაიდან განსაცდელის არქონა უფლისგან მიტოვებულობაა, სიშორეა მისი. სიშორე, რომელიც სასუფევლისათვის მებრძოლ მამებში, შობდა დაუოკებელ წყურვილს განსაცდელისას, რითაც მარადის განადიდებდნენ არარსებობიდან ყოველივეს არსებობაში მომყვანსა და მაცოცხლებელ, დაუსაბამო და დაუსრულებელ ყოვლადწმიდა სამებას…

ქრისტიანის ცხოვრება ბრძოლაა სხვადასხვა ასპარეზზე. “ის კი, ვინც ბრძოლაში გაგაგზავნა (მაცხოვარი), ძალასაც მოგცემს ამ ბრძოლაში გამარჯვებისას”, – ბრძანებს ერთ-ერთი წმინდა მამა. ბრძოლა კი განსაცდელის სიხარულით მიღება, ღვთის მადლითა და შეწევნით თავსდება და მისივე უსასრულო მოწყალებით ამ განსაცდელის კეთილად განსრულებაა, რომლითაც დაღარულთ ცათა სასუფევლის მკვიდრობა ელოდებათ…

თამარ ნაზარაშვილი

მსგავსი სტატიები

17 COMMENTS

  1. ძალიან შინაარსიანი სტატიაა, მადლობა ავტორს ამ სტატიისთვის;

  2. მოხარული ვარ, რომ ღვთის შეწევნით არსებობს ასეთი ინტერნეტ ჟურნალი. კიდევ ერთი დიდი ბედნიერება ჩემთვის ისაა, რომ ეს საიტი საშუალებას მაძლევს ძალიან ბევრჯერ ვნახო და მოუსმინო მამა დავითს,რომელიც ძალიან მიყვარს და გავეცნო ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს.

  3. ძალიან კარგი სტატიაა და უამრავი რამ შევიტყვე. განსაცდელი მართლაც რომ ძალაინ აქტუალური თემაა საზოგადოებისათვის და ბევრმა მისი მნიშვნელობაც კი არ იცის.თაკო წარმატეტებს გისურვებ ჩემო კარგო..მეც ძალიან მოხარული ვარ ასეთი კარგი ინტერნეტ ჟურნალი რომ არსებობს.

  4. მადლობა ავტორს სწორად შერჩეული თემისთვის. რაც ძალიან მჩირდებოდა. გავიგე რა ყოფილა განსაცდელი რომელსაც ჩემისით ვიტეხ თავს და რა ის განსაცდელი, რომელიც ღვთისგან ეშვება. კიდევ ერთხელ მადლობა ავტორს.

  5. განსაცდელი ალბათ გზაა,რომელიც,უფლისკენ მიმავალ გზაზე უნდა ყველამ გვიაროთ,რომ უფალთან მართლები წარვდგეთ.

    ძალიან დიდი მადლობა ასეთი სტატიისთვის.პატივისცემით.

  6. ძალიან საინტერესო სტატია, თემა იმას ეხება რაც ყოველი ქრისტიანისთვის ინტერესის მომცემელი

  7. ძალიან საინტერესო აქტუალური და საჭირო თემაა…ხშირად გვჭირდება განსაცდელის შინაარსის შეხსენება განსაკუთრებით დღეს როცა ყველას, დიდს თუ პატარას უამრავი პრობლემა აქვს, და იმის გაანალიზება რომ ყველა განსაცდელის დაძლევა შესაძლებელია და ამით დიდ მადლს ვიღებთ. მადლობა თამარ…ველით შენს შემდეგ სტატიებს. იმედია ასეთივე საინტერესო იქნება.
    ჩვენთან არს ღმერთი…

  8. ძალიან დიდი მადლობა… გაიხარეთ… მართლაც აქტუალური თემაა და ძალიან მომეწონა ეს სტატია, ცოცხალი და ყველა ასაკისა და დრისათვის ცოცხალ თემას ეხება…

  9. მადლობა უფალსს და მადლობა თქვენ…

  10. დიდი მადლობა უფალს და მადლობა ტქვენ………

  11. grma shinaarsis matarebelia es statia, visac ki gamoucdia brjolebi, kargad chawvdeba am statiis chesmaritebashi. gmertma gagvajlieros.da gagvamarjvebinos xilul da uxilav mtrebze. amin.

  12. რომვთქვარომ არვიცოდითქომოგატყუებთ მაგრამ მართლაც ძალიანაქტუალური თემაადა ესბევრსგამოადგება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები