19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობასაქართველოს საპატრიარქოს განცხადება (18.06.2015)

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (18.06.2015)

“სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქო გადარიცხავს 100 000 ლარს და ყველაზე მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს, ქალაქის მერიასთან შეთანხმებით, გადასცემს სამოთახიან ბინას, რომელიც მრევლმა საქართველოს საპატრიარქოს ახლახანს შესწირა.

მისმა უწმინდესობამ ასევე მოუწოდა მღვდელმთავრებს, რათა ეპარქიებმა შესაძლებლობისამებრ გაიღონ დახმარება დაზარალებულთათვის.

ა.წ. 13 ივნისს თბილისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით
17 ივნისი, 2015 წელი”

მსგავსი სტატიები

4 COMMENTS

  1. ინიციატივით გამოვიდივარ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიღებული მილიონებიდან, მხოლოდ ერთი წლის თანხა, ანუ 20 მილიონი, მთლიანად დაუთმოთ თბილისის მერიას.

    • ძალიან კარგი ინიციატივაა, მხარს ვუჭერ!

    • ლოლა გენაცვალე იცი საერთოდ ის 20 მილიონი რისთვისაა გამოყოფილი? რა მიზნით იხარჯება? გაგიგია 20 მილიონი და თვალები გიჭრელდება, ამიერიდან იცოდე რომ ეგ გრანტი არის მიზნობრივი და ხმარედება შენი შვილის ჩემი და სხვისი შვილების განათლებას, კერძოდ იმ სასწავლებლების დასაფინანსებლადაა რომელნიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ესენია სასულიერო სემინარია, გადსამზადების ცენტრები და სხვა მრავალი. იმედია არ დაიწყებ ეხლა რაში გვჭირდება სემინარიაო, და ისიც გეცოდინება რას ასწავლიან და რა ხალხი ყავს გაზრდილი სემინარიას, ისიც გეცოდინებათ (განათლებული ადამიანი ჩანხართ) რომ აქ მხოლოდ მომავალი სასულიერო პირები არ სწავლობენ და იქ ისწავლება სხვადასხვა სამოქალაქო დარგები და ბევრ სახელმწიფო უნივერსიტეტზე უკეთეს პროფესიონალებს ზრდიან. ასე რომ ჯობს ნახოთ სახელმწიფო არაფრისმაქნის უნივერსიტეტებს რამდენს ურიცხავს და ის შეადაროთ ამ 20 მილიონს და მერე აღარ აგჭრელდებათ ასე თვალები. პატივისცემით :))

      • რისთვისაა გამოყოფილი და პრადოებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები