მთავარი » საზოგადოება

გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება (2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.04.2014 | 1,698 ნახვა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, მაია მიმინოშვილის თქმით, გამოცდის ჩაბარება როგორც მე-11, ისე მე-12 კლასელებს მოუწევთ.

გამოსაშვები გამოცდები ორ ნაწილადაა გაყოფილი: მე-12 კლასელები ოთხ საგანს ჩააბარებენ, გამოცდა რაც შეეხება მე-11 კლასელებს, მათ იმ ოთხი საგნის ჩაბარება მოუწევთ, რომლის სწავლასაც ამ წელს ასრულებენ.

მე-12 კლასელებისთვის საგამოცდო ციკლი 20 მაისს დაიწყება, ეს არის ე.წ. სავარჯიშო დღე, როდესაც მათ შეეძლებათ, გაეცნონ პროგრამას, რომლის საშუალებითაც შემდეგ გამოსაშვები გამოცდა უნდა ჩააბარონ.

პირველი გამოცდა 21 მაისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება, საგამოცდო ციკლი 25 მაისს დასრულდება. ამ პერიოდში გამოცდის ჩაბარება იმ მე-12 კლასელებსაც შეუძლიათ, რომელთაც რომელიმე საგამოცდო საგანში ბარიერის გადალახვა შემოდგომის სესიაზე ვერ მოახერხეს.

მე-11 კლასელების რეგისტრაცია 25 აპრილიდან დაიწყება. მათთვის ე.წ. სავარჯიშო დღე 13 ივნისს იქნება, 14 ივნისს კი პირველი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. საგამოცდო ციკლი 19-ში დასრულდება.

წელს მე-12 კლასელების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მცირეა, სულ 39 ათასზე ოდნავ მეტი მე-12 კლასელია რეგისტრირებული.
რეგისტრირებული მე-11 კლასელების ზუსტი რაოდენობა კი ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

მე-12 კლასელებს საგამოცდო მოსაწვევი ბარათები მაისის ბოლოს დაურიგდებათ. ბარათებში გაწერილი იქნება განრიგი და დრო, თუ როდის უნდა ჩააბარონ საგნებში გამოცდები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი