ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი „იუნესკომ“ 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.
ამ თარიღთან დაკავშირებით გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა გამოსცა მისი პოეზიის ხუთენოვანი კრებული. წიგნი დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
გამომცემელი: ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი: თეა თვალავაძე.
ლექსები გამოცემულია ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. წიგნი გაყიდვაში რამდენიმე დღის წინ ჩაეშვა.
