21 ივლისი 2024, კვირა
მთავარისხვადასხვაგამოიცა ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი

გამოიცა ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი

ბარბარიზმების ლექსიკონი მიმდინარე წლის 19 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი.

ლექსიკონის შექმნას წინ უძღოდა მოძრაობა სახელწოდებით “არაბარბარიზმებს”, რომელიც 2016 წლის ნოემბერში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრში დაიწყო.

მოძრაობის მიზანია ქართულ ენაში მომრავლებული უცხოენოვანი ბარბარიზმების ნაცვლად ქართული საზოგადოებისათვის მათი ქართული შესატყვისების შეთავაზება და ქართული ენის ჰიბრიდიზაციის პროცესის შეჩერება.

მოძრაობას შეუერთდა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წევრები: სტუდენტები, ლექტორები, მოსწავლეები და მასწავლებლები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც.

საბოლოოდ, გამოიცა ლექსიკონი, რომელიც 200-მდე ბარბარიზმს მოიცავს, თუმცა მუშაობა კვლავ გრძელდება. ლექსიკონის ელექტრონული ვერსია უკვე არსებობს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია:

http://margaliti.com/barbarism.pdf

ლექსიკონის შედგენის პრინციპი ასეთია: ყოველ ბარბარიზმს მითითებული აქვს ინგლისური წყარო, ქართული შესატყვისი და საილუსტრაციო მაგალითები.

გთავაზობთ რამდენიმე სიტყვის განმარტებას ლექსკონიდან:

გაშეარება to share v (ინგლ.) გაზიარება
ეს ინფორმაცია გააშეარეთ გააზიარეთ.

იუზერი user n (ინგლ.) მომხმარებელი
ამ პროგრამას ბევრი იუზერი მომხმარებელი ჰყავს.

ფრენდი friend n (ინგლ.) მეგობარი
რამდენი ფრენდი მეგობარი გყავთ ფეისბუქზე?..

ქართული ენის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად დავიცვათ ჩვენი ენა დაბინძურებისგან!

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები