13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვაგამოფენა "ვანო ქიქოძე - ფერადი ტაო-კლარჯეთი" ბათუმის იუსტიციის სახლში

გამოფენა “ვანო ქიქოძე – ფერადი ტაო-კლარჯეთი” ბათუმის იუსტიციის სახლში

ბათუმის იუსტიციის სახლში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ექსპოზიცია ბათუმის იუსტიციის სახლი “ვანო ქიქოძე – ფერადი ტაო-კლარჯეთი” გამოფენა საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ გახსნეს.

გამოფენა ნაწილია საერთაშორისო კონფერენციისა “ტაო-კლარჯეთი”, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით 5-8 სექტემბერს ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა იმ ქართული ძეგლებისა, რომლებიც ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. მათ შორისაა: ოპიზა, ტბეთი, ბანა, ოშკი, იშხანი, თეთრციხე, მგელციხე, ოთხთა ეკლესია და სხვ.

სლაიდები 1950-1970-იან წლებში მიუნხენში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის ვანო ქიქოძის მიერ არის გადაღებული და ისტორიული ძეგლების 50 წლის წინანდელი მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა.

ვანო ქიქოძის კოლექცია 550 დიაპოზიტივს აერთიანებს და ასახავს ტაო-კლარჯეთის უნიკალურ ძეგლებს; ერზრუმის, ანტიოქიის, დიარბექირის, ტრაპიზონისა თუ სტამბულის სხვადასხვა უბანს, ციხე-სიმაგრეებს; სომხური კულტურის ცალკეულ ძეგლებს.

გამოფენას საერთაშორისო კონფერენციაში “ტაო-კლარჯეთი” მონაწილე უცხოელი სტუმრები ეწვივნენ. ისინი ასევე გაეცნენ იუსტიციის სახლის კონცეფციას და მისი მუშაობის პრინციპებს.

ბათუმის იუსტიციის სახლში გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები