მთავარი » კულტურა

გამოფენა “სტალინური სიები საქართველოზე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.06.2012 | 2,431 ნახვა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, სტალინური სიები საქართველოზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ორგანიზებით გოეთეს ინსტიტუტში გამოფენა “სტალინური სიები საქართველოზე” მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტო მასალა, რომელიც მოიძიეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, შსს ანალიტიკური დეპარტამენტისა და საზოგადოება “საქართველოს მემორიალის” არქივებში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მკვლევარი, ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი:

“გამოფენა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გახლავთ ორგანიზებული, რომლის მიზანია პოპულარიზაცია გავუკეთოთ ნაშრომს, რომელიც უახლოეს ხანებში გამოვა. მისი სახელწოდებაა “სტალინური სიები საქართველოდან 1937-1938 წლების რეპრესიებით”.

სტალინური სიები საქართველოზე გამოფენით გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ის ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც წიგნში არ მოხვდა ფორმატიდან გამომდინარე. წარმოდგენილი ფოტოსურათები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საარქივო ფონდებში, ოჯახებში მუშაობისას მოიპოვა.

გამოფენის ძირითადი მიზანია საზოგადოებას წარვუდგინოთ, თუ როგორ ხდებოდა სტალინური სიების მიღება და შემდგომში განხორციელება.

გამოფენას ფართო საზოგადოება სტუმრობს. აქ წარმოდგენილია აკადემიური წრეები, რეპრესირებულთა შთამომავლები და ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ საკითხით და ეს თემა მათთვის ახლობელია.

სტალინური სიები საქართველოზე გამოფენით უახლოეს მომავალში წიგნის “სტალინური სიები საქართველოდან 1937-1938 წლების რეპრესიების” გამოცემის გარდა იგეგმება კიდევ ერთი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც აგრეთვე 1937-1938 წლის რეპრესიებს ეხება. წიგნზე ვმუშაობთ მე, დავით ჯიშკარიანი, გიორგი კლდიაშვილი და ლევან ავალიშვილი”.

შეგახსენებთ, რომ 1937-1938 წლებში საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფო რეპრესიების მთელი სისასტიკე განიცადა. ამ წლებში მარტო ერთმა არასასამართლო ორგანომ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან შექმნილმა განსაკუთრებულმა სამეულმა დაახლოებით 21 000 ადამიანი გაასამართლა. ნახევარზე მეტს პირველი კატეგორიით სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს.

“სტალინური სიების” ისტორია ერთგვარი პასუხია მოსაზრებაზე, რომ სტალინი რეპრესიებში არ მონაწილეობდა და ამის შესახებ არაფერი იცოდა.

გამოფენა გოეთეს ინსტიტუტში კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქეთი ჭელიძე

ფოტო ხატია მიქანაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი