2013 წლის 9 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის
ხელოვნების მუზეუმში გამოფენა “ღმერთი – სამშობლო – ადამიანი” გაიხსნება.
გამოფენა ეძღვნება უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-მდე ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
გამოფენის გახსნაზე მუსიკალური ჯგუფი “ჩვენებურები” შეასრულებს სიმღერას “ალილო”.
გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 1 თებერვლამდე.
მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.1.
