მთავარი » კულტურა

გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.04.2015 | 2,138 ნახვა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ მიმდინარეობს. გამოფენა დედაენის დღესთან დაკავშირებით, 14 აპრილს გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ქართული ანბანის სამი სახეობა ნიმუშების – ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ორიგინალები და ფოტოასლები, რაც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს.

„დედაენის დღეს გახსნილი ეს ღონისძიება ასევე ეძღვნება „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისათვის“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭებას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები, რომელთა ნაწილი პირველად წარედგინა ფართო საზოგადოებას “, – აღნიშნა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გამოფენის გახსნისას.

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს როგორც ქართველ მეფეთა და კათალიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები. მათ შორისაა: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე), XII-XIII საუკუნეების მინიატურილი სახარება, ასევე, მინიატურული ლოცვანი, ჰიმნოგრაფიული კრებული, პალიმფსესტური სახარება, მარხვანი და სამოციქულო, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (XIX საუკუნე), დავით თუმანიშვილის საისტორიო კრებული (XIX საუკუნე) მეფეების: გიორგი მეორის, დავით IV აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის სიგელები; არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, კათოლიკოს ანტონ პირველის საბუთები და სხვა.

გამოფენა 8 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი