მთავარი » პოპულარული

გამოფენა პოლონეთის 3 ქალაქში საქართველოზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.05.2012 | 1,250 ნახვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და პოლონეთის სახელმწიფო არქივის ორგანიზებით ვარშავაში გამართულმა გამოფენამ ” – ისტორია და თანამედროვეობა” პოლონური საზოგადოების მხრიდან უდიდესი დაინტერესება გამოიწვია. თეონა იაშვილი აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპოზიცია ივნისიდან ქალაქებში – კრაკოვსა და ჩესტოხოვაში გადაინაცვლებს, სექტემბერში კი გამოფენა ქალაქ ვროცლავში შედგება.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ეროვნული არქივის დელეგაცია, რომელსაც გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ხელმძღვანელობდა, პოლონეთის სახელმწიფო არქივის დირექტორს ვლადისლავ სტეპნიაკს შეხვდა. არქივების ხელმძღვანელებმა მოილაპარაკეს დოკუმენტების დიგიტალიზაციისა და საარქივო სფეროში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროებში თანამშრომლობაზე. მიმდინარე წელს დაიწყება მუშაობა საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო არქივების მიერ ორი ქვეყნის ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტების თაობაზე ერთობლივი პუბლიკაციების მოსამზადებლად.

ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა პოლონეთში კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამართა. მათ შორის ვროცლავის არქივში, სადაც არქივის დირექტორმა ჯანუს გოლაჟევსკიმ სტუმრებს გააცნო ვროცლავის არქივის ორასწლიანი ისტორია და მათთან დაცული უნიკალური დოკუმენტები, დიგიტალიზაციის ცენტრისა და რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობის პრინციპები.

კრაკოვის ჩარტორისკის მუზეუმის ბიბლიოთეკაში ეროვნული არქივის დელეგაციამ დაათვალიერა აქ დაცული ორი ქართული ხელნაწერი: მე-11 საუკუნისა და მე-12_მე-13 საუკუნეების სახარებები. ორივე დოკუმენტი პერგამენტზეა ნუსხური დამწერლობითაა შესრულებული. ხელნაწერები პრინცმა ადამ ჩარტორისკიმ პარიზის აუქციონზე მე-19 საუკუნეში შეიძინა.

პოლონეთის სახელმწიფო არქივების დელეგაცია, ვლადისლავ სტეპნიაკის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულ არქივს საპასუხო ვიზიტით 2012 წლის შემოდგომაზე ეწვევა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი