მთავარი » კულტურა

გამოფენა “მემკვიდრეობა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.11.2013 | 1,708 ნახვა

2013 წლის 14 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ საერთაშორისო მულტიმედიური გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით “მემკვიდრეობა”.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო მასებთან დიალოგის დაწყებას და ისტორიული, სოციალური თუ კულტურული გამოფენა სტრუქტურების მნიშვნელობის ხაზგასმას იდენტობის ჩამოყალიბების საკითხში.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანები და სპეციალური სტუმრები. მათ შორის ქრისტიან ტონჰაისერი (ბუენოს აირესი), ლევან მინდიაშვილი (მოღვაწეობს ნიუ იორკსა და ბუენოს აირესში), უტა ბექაია (ნიუ იორკი), ირაკლი ბუგიანი (დუსელდორფი) და ტატო ახალკაციშვილი (თბილისი). ავტორები მიეკუთვნებიან ქართველი ხელოვანების იმ თაობას, რომელიც საბჭოთა რეჟიმის ბოლო წლებში დაიბადნენ და საკუთარ თავზე გამოსცადეს სხვადასხვა სისტემებზე გადასვლის სირთულეები. წარსული გამოცდილება მნიშვნელოვნად აისახება ავტორთა შემოქმედებაზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი საგანმანათლებლო ღონისძიებები. მონაწილე ხელოვანები გამართავენ საჯარო ლექციებსა და დისკუსიებს სადაც იმსჯელებენ მემკვიდრეობის თემის იმ ასპექტებზე, რომლებსაც მათ ნამუშევრებში გაესვა ხაზი. ამასთანავე მოეწყობა სპეციალური ვიზიტები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, TBC Art Area და რუსთავი 2.

გამოფენა გასტანს 2013 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.1.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი