22 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით “კვალი… პრომეთე… ამირანი”.
თბილისის ისტორიის მუზეუმი და საქართველო-გერმანიის საზოგადოება უკვე მეხუთედ სთავაზობს საზოგადოებას ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობით
შექმნილ ერთობლივ პროექტს.
ექსპოზიცია სხვადასხვა ტექნოლოგიებითაა წარმოდგენილი. პროექტში მონაწილეობას იღებს ათი ქართველი და ხუთი გერმანელი ხელოვანი: ანდრეას თოირერი, ერნსტ ბაუმაისტერი, ჰანს შაიბი, რობერტ ვებერი, გერო ტროიკე, ლია ნახუცრიშვილი, კოტე ჯინჭარაძე, არჩილ თურმანიძე, ზურაბ აფხაზაშვილი, კახაბერ დემურაძე, გოგი ხახუტაშვილი, გოგა ჯაფარიძე, გურამ ხეცურიანი, გოჩა ღულელაური, თემო ჯავახიშვილი.
ექსპოზიცია ფართო საზოგადოებას გააცნობს ქართულ-გერმანული თანამედროვე ხელოვნების ნიშუნებს, წარმოაჩენს ინდივიდუალიზმის თავისებურებებს მითოლოგიურ მოტივებთან მიმართებაში. გამოფენა ნათლად გვიჩვენებს ახალი ხელოვნების ძველ, არსებულ თემებთან კავშირს.
გამოფენა გრძელდება 10 ნოემბრის ჩათვლით.
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.
