მთავარი » პოპულარული

გამოფენა “დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2012 | 1,095 ნახვა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2012 წლის 8 მაისს, 17:00 საათზე წარმოგიდგენთ ფოტოგამოფენას “დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე”.

მუზეუმი ქარვასლა ფოტოგამოფენის ავტორია მარიუს ვიდერინსკი. გამოფენა ასახავს პოლონური მართლმადიდებლური ეკლესიის ყოველდღიურობას, რომელიც მოიცავს თორმეტი მოციქულის ქრონოლოგიურად წარმოსახულ მოღვაწეობას ფოტოების სახით.

მარიუს ვიდერინსკი გახლავთ ვარშავის ხელოვნების აკადემიის ფოტოგრაფიის ფაკულტეტის ლექტორი, ალტერნატიული ტექნიკის ფოტოგრაფიის ლაბორატორიის გამგე, ვარშავის კინოსკოლის პროფესორი, “პოლონელ ფოტოგრაფთა გაერთიანების” პრეზიდენტი. პოლონეთში და მის საზღვრებს გარეთ გამართული ოთხმოცდაათზე მეტი ფოტოგამოფენის ინიციატორი და კურატორი, პლენერების და ფოტოგრაფიული ვორკ-შოპების ორგანიზატორი, საერთაშორისო ფოტოკონკურსების ჟიურის წევრი, ასევე კონცერტების სერიის ინიციატორი, სახელწოდებით “ფოტოგრაფიული შედეგები”.

მისი ნამუშევრები დაიბეჭდა დაახლოებით ოცდაათამდე ალბომში.

გამოფენის კურატორია, მიხაი ბოგუცკი – ვარშავის ხატების მუზეუმის, მართლმადიდებლური მუზეუმის დირექტორი. 2007 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, თბილისის ისტორიის მუზეუმთან ერთად განახორციელა პროექტები: “პოლონური ფოლკლორის გამოფენა”, “პოლონური არქიტექტურის გამოფენა”.

რელიგიურ თემაზე შექმნილ ფოტოგამოფენას დაესწრება ავტორი მარიუს ვიდერინსკა და პოლონეთის მართლადიდებლური მუზეუმის დირექტორი – მიხაი ბოგუცკი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი