13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიპოპულარულიგამოფენა "ანთროპოლოგიური თვლემა"

გამოფენა “ანთროპოლოგიური თვლემა”

2014 წლის 10 სექტემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ზურაბ შეყელაშვილის გამოფენას სახელწოდებით “ანთროპოლოგიური თვლემა”.

როგორც “ამბიონს” საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ შექმნილი ქვის ნაკეთობანი. ანთროპოლოგიური თვლემა ზურაბ შეყელაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის 2009 წლიდან დღემდე მოღვაწეობს გერმანიაში და ჰქონდა 20-მდე გამოფენა წარმატებულ გალერეებში კიოლნში, ბერლინში, ჰამბურგში, ლაიფციგში.

ავტორის სურვილია, საზოგადოება წარმოდგენილი ქვის ინსტალაციის თანამონაწილე გახადოს. გამოფენის იდეა განაპირობა შავი ბაზალტის ვიზუალურმა და წარმოსახვითმა, სპირიტუალურმა სიღრმემ. ცხოვრება, როგორც დროებითი მარადიულობა – ესაა პროექტის ძირითადი მოტივი.

ქართული კულტურიდან და ტრადიციიდან გამომდინარე, ქვებს უნდა მიეცეს განსხვავებული დატვირთვა, რომელიც არ უკავშირდება ადამიანის გარდაცვალებას, არამედ ადამიანის ჩვეულ მდგომარეობას, მისთვის ჩვეულ მოვლენებს ეძღვნება. წარმოდგენილი ნამუშევრები, ადამიანის გარემომცველი სამყაროს, მისი მდგომარეობის შესახებ მოუთხრობს ფართო საზოგადოებას, არატრადიციულ, უჩვეულო გარემოში.

გამოფენის მიზანია საზოგადობას გააცნოს გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანი, რომელიც ორიგინალური და განსხვავებული იდეით წარსდგება დამთვალიერებლის წინაშე.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები