მთავარი » ხატები და ფრესკები

გალიჩის, ანუ ჩუხლომის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.10.2012 | 2,418 ნახვა

1350 წელს, გალიჩის ანუ ჩუხლომის ხატი გალიჩში, ანუ ჩუხლომში გამოუჩნდა აბრაამს – სასწაულთმოქმედს, რომელიც ბერად ღირსი სერგი რადონეჟელმა აღკვეცა. განმარტოების მოსურნე აბრაამმა ღირსი სერგის კურთხევით საცხოვრებლად კოსტრომის გუბერნიაში ქალაქ გალიჩის პირდაპირ მდებარე ტბის სანაპირო უდაბნო აირჩია. ცხოვრებას იგი უმკაცრეს ღვაწლსა და მორჩილებაში ატარებდა. გალიჩის ღვთისმშობელი ერთხელ, ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ ის დასასვენებლად ჩამოჯდა და მთიდან ხმა მოესმა, რომელმაც მოუწოდა, ასულიყო მთაზე, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იდგა. ღირსი მამა საშინელებამ მოიცვა და მთას შეხედა. მის წვერზე, მთის შუქზე უბრწყინვალესი სინათლე დაინახა. წმიდა მამამ პირჯვარი გადაიწერა, წვეროზე ავიდა და ხეზე ყრმა-ღმერთთან ერთად გამოსახული ღვთისმშობლის ხატი იხილა. აბრაამმა ვეღარ გაუძლო დიდებულ სინათლეს და ძირს დაეცა. იგი ლოცულობდა და შეწყალებას ევედრებოდა. უცებ ისევ მოესმა ხმა: “აბრაამ, ადექი და გამაგრდი”. აბრაამი წამოდგა და ხატს შეხედა, რომელსაც დამაბრმავებელი სინათლე ჩამოსცლოდა. დიდხანს ტიროდა იგი, ხატი თვითონვე ღირსი მამის მკლავებზე. მან ცრემლით მიიღო და გულაჩუყებულმა ანგელოსის სიტყვები გაიმეორა: “ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა?!” ხატი ხეზე დადო, მთელი ღამე უძილოდ გაატარა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე საგალობლებს აღავლენდა. აბრაამს აზრად მოუვიდა, იმ მხარეს, სადაც ღვთისმშობელი უჩვენებდა, უდაბნოში წასულიყო. ამ განზრახვით დაიძინა და სიზმრად ხატიდან გამომავალი ხმა მოესმა: “აბრაამ, გაიღვიძე, ისწრაფე და ააგე ჩემი სავანე, შენი და შენი მოწაფეების განსასვენებლად. მე არასდროს მივატოვებ მათ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში, არასოდეს დავაგდებ შენს სავანეს, დავიფარავ მას და ყოველივეს უხვად მივანიჭებ.” აბრაამმა ღვთისმშობელს მადლობა ცრემლით შესწირა, მის მიერ არჩეულ მთაზე სამლოცველო დააარსა, სადაც ყველასგან ფარულად უშფოთველი ცხოვრება დაიწყო.

ხალხში ხმა გავარდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის და მასთან მოღვაწე მეუდაბნოეს შესახებ. ამ ხმებმა გალიჩის მთავრის დიმიტრი თეოდორეს ძის ყურამდე მიაღწია. მან სთხოვა აბრაამს, რომ ხატთან ერთად სასახლეში სწვეოდა. მთავრის გულითად თხოვნას აბრაამმა უარი ვერ შეჰკადრა და გალიჩის ტბა ნავით გადაცურა. მას და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს ქალაქის კარიბჭესთან უამრავი ხალხი, სამღვდელო კრებული და მთავარი ოჯახთან ერთად შეეგება. მან ხატი მიიღო, საკათედრო ტაძარში გადაიტანა და საპატიო ადგილას დააბრძანა. მის წიაღში ღირსმა აბრაამმა მგალობლებთან ერთად პარაკლისი აღასრულა, წყალი აკურთხა და მთავარსა და ხალხს აპკურა. ღვთისმშობლის ხატისაკენ ქალაქის ყოველი მხრიდან ავადმყოფები მიჰყავდათ, წმიდა წყლის სხურებისა და ხატის თაყვანისცემის შემდეგ ყველა განიკურნა. აბრაამმა მთავარს ხატის გამოჩინების შესახებ უამბო და ისიც უთხრა, რომ ღვთისმშობელმა იქ მონასტრის დაარსება დაავალა. მთავარმა სამონასტრედ ადგილი შესწირა და მისი სწრაფად განსრულებისათვის განძი გაიღო. თავდაპირველად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აიგო, ხოლო დროთა განმავლობაში მასთან დაარსდა მონასტერი, რომელსაც ამჟამად გოროდეცკი-პოკროვსკისა ეწოდებოდა. ამიტომ გალიჩის ხატს სხვანაირად გოდორეცისასაც უწოდებენ.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი