21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიკულტურაპროექტ "გაიცანი ჭიათურას" განხორციელება დაიწყო

პროექტ “გაიცანი ჭიათურას” განხორციელება დაიწყო

გაიცანი ჭიათურა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით პროექტ ,,გაიცანი ჭიათურას“ განხორციელება დაიწყო. დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრის სტუდენტები ატარებენ კვლევას, რომლის მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტში შეისწავლონ ღირსშესანიშნავი ბუნების ძეგლები და გამოვარკვიოთ როგორც ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი, ასევე აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვა. ექსპედიციას კოორდინაციას უწევს თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, მიმდინარეობს თითოეული სოფლის გეოგრაფიული შესწავლა და მისი ღირსშესანიშნავი ობიექტების კვლევა, სოფლების შესასვლელში საინფორმაციო ბანერების დადგმა…

ექსპედიციის წევრები იმყოფებოდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში. სოფელ ტყემლოვანაში მოინახულეს ქვევრის დამზადების პროცესი, ტურისტებისთვის დიდ დაინტერესებას გამოიწვევს თუ როგორი ტექნოლოგიით მზადდება ქვევრები და მიიღებენ მონაწილეობას დამზადების პროცესში. ტურისტულად შეფასდა სოფელ ქვაციხეში არსებული “ვარდის სახლი”, სადაც 3 ჰექტარ მიწაზე გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ვარდი, 4 ტბაში სხვადასხვა ფერის დუმფარა;

გაიცანი ჭიათურა

სოფელ მანდაეთში არსებული წყალსაცავი დიდი ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა, შესაძლებელია კემპინგის მოწყობა, გასაბერი ნავებით გასეირნება, თევზაობა და სხვა აქტივობების ჩატარება. აქ არსებული მანდაეთის უნიკალური მღვიმე ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. ექსპედიციის დროს აგრეთვე მოხდა სოფელ გუნდაეთში მდებარე საჭინკიის მღვიმის კვლევა. სოფელ ზოდში მდინარე ციხისწყალზე მდებარე ბონდის ხიდიდან მოხდა მიმდებარე ტერიტორიის შეფასება. იგეგმება ტურისტული მარშრუტების ელექტრონული რუკების შექმნა, რაც მთავარია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ვინაიდან ამ მუნიციპალიტეტს აქვს რეალური შანსი იქცეს ტურიზმის ერთ-ერთ შემოსავლიან ცენტრად. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციასთან ერთად სოფელ უსახელოში იმყოფებოდა.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. ბატონო გიორგი დვალაშვილო! მომწონს სტუდენტთა ინიციატივა თქვენი თაოსნობით. და კიდევ უფრო დიდ საქმეს გააკეტებთ თუ მარგანეცის ღია წესით დამუშავების შემდეგ დარჩენილ განადგურებულ გარემოს თუ შეისწავლით, განგაშს ატეხთ, ეგებ ვინმემ ყური ,,გაიბარტყუნოს” და აიძულონ კომპანია არდგენითი სამუშაოები მაინც ჩაატაროს(ეს ხომ მისი ვალდებულებაა)
    პატივისცემით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები