მთავარი » ქრისტიანობა

გაბრიელ მცირე (17?? – 1802წწ.)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.09.2015 | 1,169 ნახვა

ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და კალიგრაფი, ბერად იყო დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში 30 წელი. მას მოთარეშე ლეკებმა მოკვეთეს თავი. გაბრიელ მცირედასაფლავებულია იმავე მონასტერში.

ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისათვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა, წავიდა დავით-გარეჯში, ნათისმცმლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა.

მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას.

მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული: ” მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს”, “მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის”, “სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი”, “ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი”, “მოკლე მოთხრობა პროფირისათვის”. გაბრიელ მცირეს ორიგინალური მემუარული თხზულებანი თავმოყრილია ხელნაწერ კრებულში, რომელსაც “ჯვარშემოსილი” ეწოდება (დაცულია ბოდლის ბიბლიოთეკაში, მარჯორი უორდროპის ფონდში). ყოველი კრებულის სათაურსა და შემადგენელი თავების რაოდენობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად გამოაცხადა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი