მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) დარიგება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.01.2020 | 1,163 ნახვა

მონასტერშიც რომ ცხოვრობდე და ყოველდრე წირვა-ლოცვას ისმენდე, კვირა დღე მაინც უფრო მეტი კრძალვითა და სიწმიდით უნდა გაატარო. შენ კი, სოფლის კაცი ხარ, თუ ქალაქში მცხოვრები, იქნებ ექვსი დღის განმავლობაში ღმერთი არც გაგახსენდა და გულმოდგინედ ერთხელაც ვერ ილოცე. ნუთუ კვირა დღეც ამაოებაში და ვაჭრობაში უნდა გაატარო! თუ ასე ხშირად მოიქეცი, ბოლოს ღმერთზე გული გაგიგრილდება, სასოებას დაკარგავ და სოფელი და ცოდვა სრულიად წარგიტაცებს.

კვირა დღეს წირვა-ლოცვის მოსმენას ისე მტკიცედ უნდა იყო მიჩვეული, რომ სანამ ელესიაში არ წახვალ, თვით შენი გული და სინდისი ძალას გატანდეს და არ გასვენებდეს. თუ კაცს ღმრთის მცნება გულში დაბეჭდილი არა აქვს და მისი აღსრულება თვით ბუნების მოთხოვნილებად არ უქცევია, მას სჯული ღმრთისა შეთვისებული არ ჰქონია. კვირას დილით ადგომის შემდეგ სახლში ილოცე, მერე წადი და ცისკარი მოისმინე. ვინც საღამოს დროზე დაიძინებს და დილით ადრე ადგება, იგი დღეს უფრო სიმრთელითა და მხიარულებით გაატარებს. ეცადე, რამე წმიდა წიგნებიდანაც წაიკითხო და სულითა და გულით ასე განმზადებული წირვასაც უფრო ნაყოფიერად მოისმენ.

წირვის შემდეგ, მიიღებ რა სადილს, ეცადე, რაიმე მცირე კეთილი საქმე მაინც აღასრულო; იქნებ ვინმე ღარიბი და საწყალი კაცი იცი, რაიმეთი შეეწიე ისე საიდუმლოდ, რომ მარჯვენამან შენმან არ შეიტყოს; იქნებ ვინმე შენი მეზობელთაგანი სნეული და მწუხარეა, მიდი და ნუგეში ეცი; იქნებ ვინმე ისეთი ნაცნობი გყავს, რომელსაც საღმრთო საგანზე ლაპარაკი უყვარს, მიდი მასთან, ილაპარაკე და დრო გაატარე. იმ დღეს ყბედ, მეჭორე და ცილისმწამებელ კაცთან არ მიხვიდე. ბოლოს, საღამოს მწუხრი მოისმინე და ასე ხორციელად მოსვენებული და სულიერად განახლებული, მეორე დღეს ექვსი დღის საქმესა და შრომას შეუდექი. იცოდე, რომ კვირადრეს მცირე ცოდვაც რომ ჩაიდინო, ათწილ უფრო მეტ დანაშაულში ჩაგეთვლება, რადგან ის დღე ღმრთისაა…


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი