13 ივლისი 2024, შაბათი

ფურტიოს ხიდი

ყოველთა წმიდათა სახელობის ეკლესია ზემო ფონიჭალაში ფურტიოს ხიდი — შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს მდინარე აჭარისწყალზე, სოფლების, ზამლეთისა და ფურტიოს შორის, ოშოშმანად წოდებულ ადგილში.

ხიდს ჩვენამდე საკმაო დაზიანებით მოუღწევია — მონგრეულია მისასვლელები. მარცხენა მისასვლელი 5 მ-ის სიგრძისა უნდა ყოფილიყო, ხოლო მარჯვენა — 6 მ-ის. დღემდე შერჩენილი ხიდის ძირითადი ნაწილის სიგრძეა 13,5 მ, სიგანე ცვალებადია: ნაპირებზე 2,33 მეტრია, ხოლო თავბანდთან 2,20 მ, მალი 9,80 მ-ია, ისარი — 4,40 მ.

ბურჯის სიმაღლეა 3 მ, სიგანე — 2,45 მ. ხიდს ორივე მხარეზე აქვს ორ-ორი ფოსო (35Х30 სმ). ხიდი ნაგებია ფლეთილი ქვებით. მას არ ემჩნევა არც მოაჯირი და არც ლავგარდანი. ეს კომპონენტები არც მახუნცეთის ხიდში არ შეინიშნება, რის გამოც აღნიშნული ორი ხიდი ერთმანეთს ძლიერ წააგავს. ფურტიოს ხიდი განსხვავდება მხოლოდ ფოსოებით რომელიც ამ უკანასკნელს არ გააჩნია. როგორც ჩანს ამისი საჭიროება არც ყოფილა, რადგანაც ხიდი მეტად შევიწროებულ ადგილასაა აგებული და მალი ერთობ მოკლეა.

დღეს ხიდი აღდგენილია. ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ფოტო: თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები