მთავარი » ქრისტიანობა

“ფულის სანაცვლოდ შვილი დედის მონურ სტატუსს არ უნდა შეეგუოს…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.02.2014 | 10,026 ნახვა

“შვილი დავიფიცე, თუ დედაჩემი საქართველოში არ ჩამოვიდოდა, მის გამოგზავნილ ფულს ხელს არ მოვკიდებდი…”

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ქართველები ასეთი დიდი რაოდენობით და ასე ადვილად წავიდოდნენ უცხოეთში. ცხადია, მესმის, რომ ისინი გაჭირვებამ წაიყვანა სამშობლოდან, მაგრამ იცოდეთ, რომ ჯობია გაჭირვებაში ვიყოთ, მაგრამ სამშობლოში ვიცხოვროთ! მივმართავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს: საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, დაბრუნდით ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ და თქვენ არაფერი გაგიჭირდებათ!“- კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (28.02.2010.)

მამა გიორგი თანდილაშვილი

სოფელ ვაზიანის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვრის, მამა გიორგი თანდილაშვილის დედა ოჯახის უკიდურესმა გაჭირვებამ იძულებული გახადა თურქეთში სამუშაოდ წასულიყო. თუმცა მისი საზღვარგარეთ ყოფნა, შვილის დაჟინებული მოთხოვნის გამო, ხანმოკლე აღმოჩნდა …

მამა გიორგი თანდილაშვილი: „წილკნის ეპარქიაში დიაკვნად დამასხეს ხელი. თვეში 50 ლარი მქონდა ხელფასი. დედა ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ის სამსახური, რასაც შეჰპირდნენ, აღარ დახვდა და ვილაზე მდიდრების სახლში მუშაობა მოუწია. სხვა გზა არ იყო… ხშირ შემთხვევაში, ადამიანი რაც უფრო მდიდარია, მით უფრო მონასავით ექცევა მსახურებს. გავიგე, რომ დედას მუშაობა ძალიან მონურ პირობებში უხდებოდა, თან ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ ჰქონდა კარგი… გარეთ საერთოდ არ უშვებდნენ, არც ფანჯრის გაღების უფლება ჰქონდა და ღამის 3 საათიც რომ ყოფილიყო, ვიღაცისთვის ბანანი უნდა დაეჭრა და საწოლში მიერთმია. ეს რომ შევიტყვე, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორც გავმწარდი. დედას დავურეკე და შვილი დავიფიცე, მის გამოგზავნილ ფულს ხელს არ მოვკიდებდი და იძულებული გახდა ოჯახში 1 თვეშივე დაბრუნებულიყო…

ახლაც გაჭირვებით ვცხოვრობთ, მაგრამ ზუსტად იმდენს გვაძლევს უფალი, რაც ოჯახს სჭირდება არსებობისთვის, სამაგიეროდ, ერთად ვართ, რაც უდიდესი ბედნიერებაა. ყველას მოვუწოდებ, გააკეთეთ ის, რაც მე გავაკეთე ჩემი ოჯახის ღირსების დასაცავად. თუ ფული გადაწონის დედის მონობას, ღმერთთან მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, რადგან ფულის გამო დედის მონად გაშვება სულაც არაა მშობლის პატივისცემა, რასაც ღმერთი გვთხოვს 10 მცნებაში. ვიცი, ისინი თავისი ნებით მიდიან, მაგრამ ხომ შეგიძლიათ დააბრუნოთ, როგორც მე დავაბრუნე? თუ არ დააბრუნებთ, მცნებას დაარღვევთ. ეს მწარე მოსასმენია, მაგრამ სიმართლეა!“

მამაო, გაჭირვების გამო ქალები რატომ იღებენ შედარებით „ადვილად“ ოჯახიდან საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილებას?

საზღვარგარეთ ადვილად საშოვნელი სამუშაოების 95 % ოჯახში მსახურების ვაკანსიებია და ამ საქმისთვის კაცს ვინ აიყვანს? ოჯახში სახლის დასალაგებლად, საჭმლის გასაკეთებლად და ან პატარა ბავშვების მოსავლელად კაცს ვინ დაასაქმებს? ამასთან, ქართველი ქალი ღმერთისგანაა დაჯილდოებული თავგანწირვის თვისებით. იცით, რომ არსებობს ცნება ქართველი ქალის მანდილისა. თუ ჩვენი დედები ძლიერები არ იქნებოდნენ, როგორ შეძლებდნენ ასეთი მოვლენის დამკვიდრებას? ამიტომ, როდესაც ოჯახს უჭირს, ქართველი ქალი ტოვებს მას და თავს მონად ჰყიდის შვილების გამოსაკვებად, რაც თავისთავად თავგანწირვაა, მაგრამ ყველამ ერთხმად უნდა ვაღიაროთ, ეს ასე არ უნდა იყოს. ჩვენ, შვილები, ფულის სანაცვლოდ არ უნდა შევეგუოთ მათ მონურ სტატუსს. ვაღიაროთ, რომ ისინი ძალიან კარგი და გმირი დედები არიან, მაგრამ კარგ დედებს კარგი შვილებიც შეშვენით. თუ ისინი ჩვენთვის მონობას ითმენენ, რატომ არ უნდა დავითმინოთ ჩვენ სიღარიბე იმისთვის, რომ ჩვენი დედები მონობიდან გავათავისუფლოთ?!

რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოსგან შორსაა სამუშაოდ წასული, ან ვინც ახლა აპირებს წასვლას?

ცხოვრება მოკლეა! ადამიანის ბედნიერება, მით უფრო, ქართველისთვის, არის ოჯახი! ქართველების უმრავლესობა, მხოლოდ ოჯახში გრძნობს თავს ბედნიერად! არ ღირს საჭმლის ფულის გამო ცალ-ცალკე ცხოვრება, რაც უკვე იციან ჩემზე კარგად უცხოეთში მყოფმა ადამიანებმა. წასვლა ხომ ძნელია და ჩამოსვლა თითქმის შეუძლებელი. ვინც წასვლას გეგმავს, ვურჩევ წაიკითხონ მათი წერილები და კარგად დაფიქრდნენ.

თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, რომ ადამიანი ლუკმაპურის ფულის საშოვნელად უცხოეთში არ წავიდეს?

ჯერ ეს ერთი, უნდა ითქვას, რომ ლუკმაპურისთვის იქ არავინ მიდის. იქ გაცილებით მეტი პრობლემების გამო მიდიან. რასაც ლუკმაპური ჰქვია, ამას კაცი აქაც იშოვნის, რისი მაგალითიც ჩემი ოჯახია. მთლიანობაში კი ყველამ უნდა იმუშაოს. არც ერთი წამი არ უნდა დაკარგონ სამსახურის ლოდინში, უნდა აკეთონ ის, რის კეთებასაც შეძლებენ დღეს! სახელმწიფომ კი უნდა იზრუნოს და დაიცვას გლეხი გადამყიდველებისგან, რათა მოგებაც ნახოს, იგრძნოს, რომ მარტო არაა და შრომა უფასდება. ამ შემთხვევაში, სულ უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდება სოფელში და ჩვენი ცხოვრებაც წინ წავა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • თეკლა says:

    ეს თემა თითქმის ყველა ქართულ ოჯახს ეხება. ალბათ აღარ არის ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არ იყოს სამუშაოდ წასული. უმრავლესობას დიდი დამცირების ფასად უჯდება კაპიკების შოვნა და მიტოვებული ოჯახების რჩენა. სამწუხაროა, რომ ბევრი ისე ეჩვევა დედის/მამის გამოგზავნილ ფულს, აღარც ფიქრობს როგორი ძნელია უცხოეთში ფულის შოვნა. შვილები კი ხშირად დროსტარებაში ხარჯავენ უზრუნველად მიღებულ ფულს… ყველა კარგად დაფიქრდეს!

  • sopo says:

    მამაო თქვენი მოქმედება მისაბაძი უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის.ახლა თუ ვერ გაგვიძლია ფუფუნების გარეშე, აბა როგორღა შევძლებთ მოვემზადოთ აპოკალიპსისათვიშ? ეს გაჭირვებაც ხომ უფლის დაშვებით ხდება, ჩვენს მოსამზადებლად! გავიხედოთ რა ხდება მსოფლიოში, ყველაფერი აირია, ამინდიდან დაწყებული და პოლიტიკით დამთავრებული. ჩვენი ლოზუნგი უნდა გახდეს-ნაკლები ფიქრი ჭამაზე და ბევრი ლოცვა საკუთარი თავის გადასარჩენად. აი ამ დასკვნამდე მივედი ჩემი 49 წლის ცხოვრების გადმოსახედიდან./ამას ვწერ მე თავადაც გაჭირვებული, თუმცა ოჯახის ერთგული/

    • nona says:

      qalbatono sofo, titqmis yoveltvis tavs vikaveb komentarebisgan. magram tqveni komentaris bolo cinadadebam gadamacyvetina, tqventvis mepasuxa. ras nishnavs ,,gachirvebuli, tumca ojaxis ertguli”? da vin gitxrat, rom sazgvargaret gadaxvecili, ojaxs zvarakad sheciruli adamianebi ojaxis ertgulebi ar arian? me piradad vfiqrob, rom scored susti qalbatonebi ver axerxeben ojaxis gamo msxverpli gaigon. scored aseti qalbatonebi ganikitxaven ojaxis martla ertguls da tavgancirul adamianebs. da vin gitxrat rom chamis problemis mosaxsnelad garbian saqartvelodan? roca meugle zarmaci da upasuxismgebloa(rogorc didi umravlesoba), or student shvils rom cignis, universitetshi siarulis, chacmis da kvebis puls ver miacodeb, ra unda qna dedam, zarmac qmars unda uyuro da dagupo shvilebis momavali tu, gamosavali unda edzebo? chveni usayvarlesi patriarqi iyo chamobrdzanebuli stambulshi, shexvda diasporas. roca mizezebi moismina, ris gamoc aq vart, mixvda, rom sxva gamosavali ar gvaqvs. arc locvashi gagejibrebit da erc gmirobashi, erts ki getyvit, chemi yoveli dge, uflisgan bodzebuli, misadmi madlobit da locvit icyeba da locvitve gamdeba. yovel kvira dges( sxva dgeebshi vmushaobt) atonis mtis, cm. panteleimonis eklesiashi davdivart(moqmedi qartuli tadzari jer ar gvaqvs), dgesascaulebze mama giorgi bechvaia chamodis batumis eparqiidan. uflis rcmenda da siyvaruli mandzilshi ki ara, gulshia da tu ertguli xar macxovris, sadac ar unda cxovrobde, aucileblad gacxovnebs zecieri. chvenze metad aravis unda, saqartveloshi vcxovrobdet. nu gavxdebit brdzenebi sxvis saqmeshi. ar aris es uflis satno saqme. sruliad saqartvelos da yvela qartvels, sadac ar unda iyos, damdeg shoba-axal cels vulocav. ufali shegvecios ertobit.

  • გიორგი says:

    სახელმწიფომ კი უნდა იზრუნოს და დაიცვას გლეხი გადამყიდველებისგან, რათა მოგებაც ნახოს, იგრძნოს, რომ მარტო არაა და შრომა უფასდება.
    -ესაა ერთერთი მთავარი პირობა საქართველოში ხალხის კეთილდღეობისათვის

  • tamari says:

    9 celia italiashi var. chemi ertaderti shvili 7 clis davtove dedastan, axla 16 clisaa. vici rom veraperi aminazgaurebs im clebis danakliss, rac chemi shvilis, shemi ogaxisa da sakvareli xalxis gareshe gavatare. ise gaizarda, rom mis koveldgiurobashi ver mivige monacileoba, ver gaviziare misi tkivili da sixaruli. rodesac casvlidan 4 clis shemdeg pirvelad vnaxe 12 clis mozardi iko, arada 7 clis bavshvi davtove. imdenad shecvlili da gaucxoebuli mechvena rom sakutar nashiers vegar vcnobdi. amaze mcare araperia. veranairi agsareba da codvis monaniba ver shemimsubukebs am tkivils, romelsac albat saplavshic chavitan, radgan miutevo sakutar tavs kvelaze rtulia. magram miuxedavad amisa vpikrob ar mimigia arascori gadackvetileba, radgan casvlis ert-erti mizani isic iko rom mama zalian cudad iko, iktusi miigo da mogexsenebat ekimebsa tu camlebs cota rodi schirdeba, 7 clis shvili romelsac saxl-karic ki ar hkonda ( mamebi ra tkma unda kovelgvari pasuxismgeblobisagan shors arian sakartveloshi), asakiani deda… da ramdens gavcvdebodi mascavleblis xelpasit? mama ise gardaicvala verc ki vnaxe, mxolod ormocs chamovuscari…
    axla kvelaperi is movagvare, ristvisac cavedi, magram ojaxi uziro kvevria da axali sazrunavebi chndeba. garda amisa sanatesavoshi tu vinmes rame uchirda chemsken hkonda momartuli mzera. gana shegizlia bednieri iko rodesac shens gverdit uchirt da ar daexmaro? vici, rom am kvelapershi kvelaze metad chemi shvili zaraldeba, magram sxva gamosavals ver vxedav. mavani itkvis dabrundio, magram axla gaizarda mariami scavla da gzaze dakeneba unda. cxovelic ki ar tovebs tavis nashiers vidre nadirobasa da sarchos mopovebas ar ascavlis. es ki mogexsenebat ra tanxebtanaa dakavshirebuli. miuxedavad imisa, rom ert-erti carchinebuli pedagogi gaxldit, chveni socialur-ekonomikuri mdgomareobidan gamomdinare 40 clis asakshi vechvob rom samsaxurs vishovi.
    madloba upals regularuli cxovrebisa da mushaobis sabuti gavakete da rogorc arasrulclovans- chems shvilsac gavukete. ase rom celicadshi ertxel chamovdivar da chemtan mimkavs mariami. shevecade kopa gameadvilebina, magram mxolod upalma tu icis bolomde, scori gadackvetileba mivige tu ara…

  • dato says:

    ხო უნდა ჩამოვიდეს ყველა და თქვენთან შემოწირულობა მოიტანოს აქ ისევე ტანჯვით მოპოვებული ფულებით ეგ არ გინდათ თქვეენც რომ დაიძღოთ მუცლები და მოაჯდეთ მანქანებს, და რომ იცოდეთ საპატრიარქოს სამოციქულო ეკლესია არის სახელმწიფოს ,,სსიპ,, ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორიც სკოლები და ბევრი უამრავი სხვა დაწესებულება რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და იქ შემოსული ყველა შემოსავალი არის სახელმწიფოს ფული თუნდაც შემოწირულობა და არა თქვენი მუცლების გასაძღომი თქვენ გეძლევათ ხელფასი და კეთილი ინებეთ და ინყოფინეთ როგორც ეს ყოფნის სხვა საჯარო მოხელეს, ღვრთის შიშით და რწმენით ნუ სარგებლობთ და ზეგავლენას ნუ ახდენთ ხალხზე თქვენი ქონების გასამდიდრებლად. ძალიან სამწუხაროა ესე რომ ხდება და ამას უკვე ბევრი უყურებს მალე რელიგიური რევოლუციაც გვიახლოვდება და ამას შეეწირება ბევრი ღვდელმთავარი და არა ცჩვენი რელიგია, პირიქით ის ადამიანები ვისაც ღვრთისმსახურება ავალია, ბევრი პატიოსანი და მორჩილი ადამიანი არის კიდევ საბედნიეროდ საქართველოში და მათ თვით ხალხი და ღმერთი გამოარჩევს და ეს თემაც ამოიწურება მაგრამ რა დროით ეს არავინ იცის.

    დარწმუნებულივარ ბერ ადამიანს აქვს ესეთი შეხედულება მაგრამ სამწუხაროთ ესეთი აზრის გამოხატვა მათი შიშით არის მამოწვეული

    • თინიკო says:

      დავით, მესმის შენი, ძალიან ბევრი მოძღვრის საქციელი აბრკოლებს ადამიანს და პირადად, – მეც. მაგრამ, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რომ არიან სასულიერი პირები, რომლებიც ღვთისა და მრევლის სამსახურში ერთგულად არიან. უბრალოდ, ისინიც ადამიანები არიან, ჰყავთ ოჯახები… “მუცლის გაძღომაში” კი ზომიერი უნდა იყოს თითოეული ადამიანი.

      • dato says:

        თინიკო გეთანხმები ესეთი მოძღვრების საქციელია ზუსტად რომ ასუსტებს ჩვენს რელიგიას და სამწუხაროდ მათმა რიცხვმა უკვე კრიტიკულ ზღვარ მიაღწია ეს იმიტომაც რომ უკვე ხალხი აქ კიარა უკვე ქუჩაშიც და სახლშიც, სამსახურშიც ესეთ თემებს განიხილავენ და ეს განხილვა უკვე აღარ აღიქმება როგორ რელიგიისადმი უნდობლობა არამედ პირიქით იმ ადამიანების კრიტიკა და მათი საეკლესიო ცხოვრებიდან განდევნის სურვილია, რათა ხალხი გრძნობს უკვე რომ მღვდლები ბოროტად სარგებლობენ ღვრთის შიშით და ამით ზეგავლენას ახდენენ თითოეულ ჩვენთაგანზა და ამას არამარტო ჩვენ არამედ თვით ის მამაოებიც კი უკვე საუბრობენ ამაზე, საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანას ბევრი მონასტერი შემორჩა სადაც ესეთი ხალხი იქ ვერ ჩერდება და იქაური მსახურები მართლაც მოწიწებით ეკიდებიან ესეთ საკითხებს და მათვის დახმარების გაწევაც კი სასიამოვნოა და ეს დახმარების სურვილი მოდის სწორედ მათი სულიერი სიწმინდიდან გამომდინარე რომელსაც ყველა ადამიანი იგრძნობს მათთან რამოდენიმე საათის გატარების შემდეგ, რაც შეეხებათ მათ ოჯახების რჩენას მათმა ყველამ კარგად იცოდა თუ რა ხელფასი ეხნებოდა და ცალკე ლევი რა შემოსავალი და მიტომ ცავიდა მაგ გზით, ესე მასწავლებელსაც აქვს ხელფასი ან ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს მაგრამ მათმა რამე ლევი ფული რომ აიღონ იმწავსვე დაიჭერენ და ხალხიც ქურდად შერაცხავს რომ ჩვენ ფულებს იპარავდაო და ეკლესიაში შემოსული ფული არააქ ამას მნიშვნელობა შემოწირულობაა თუ რაც გინდათ ის დაარქვით ეს არარის ჩვენი ფული? რომელიც ეკლესიების მშენებლობას სასულიერო აკადემიებს და ცჰვენი რელიგიის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს და არა კონკრეტული მამაოების ოჯახებ

    • მოძღვარი says:

      შვილო დათო!
      რამ გაგაბოროტა ასე? განა ეს სტატია მღვდლების მუცლების დაძღომას და ჯიპებზე შემოსხდომას ეხება? ეტყობა არც კი წაგიკითხავს და ისე განსჯი და განიკითხავ. რადგან სათაურის მერე მოძღვრის სურათი დაინახე, ალბათ იფიქრე აი მომეცა საშუალება ჩემი აზრი ვთქვა მათზეო.
      შვილო ასე ხომ შენ გულსა და სულს აზიანებ, იქნებ აჯობებდა სტატია ყურადღებით წაგეკითხა ჯერ და მერე გემსჯელა.
      რა თქმა უნდა მე არ ვუარყოფ, რომ არსებობენ ასეთი ტიპის სასულიერო პირებიც, მაგრამ რატომ გავიწყდება ჩემო კარგო, რომ თვით იუდასაც კი უფალი იწყნარებდა და არ განუკითხია! ყველა ადამიანს აქვს შანსი, მათ შორის შენც და მეც, თუ რაიმეს ვცოდავთ სინანულით გამოვისყიდოთ.
      ნუ განიკითხავ და არ განიკითხები, მიუტევე და მოგეტევება, შეუნდევ და შეგენდობა.
      ღმერთმა დაგვლოცოს და მოგვცეს მადლი და ძალა, ჩვენი მტრებისათვისაც კი ვილოცოთ.

  • ნიკა says:

    გეთანხმებით, დავით, იმაში რა პრეტენზიასაც საპატრირქოს უყენებთ. მაგრამ ამ სტატიაში, საქართველოდან გადახვეწილ ქალებზეა საუბარი, რომლებიც მონურ სიტუაციაში იტანჯებიან, იმისათვის, რომ აქ მათმა შვილებმა, მანქანები იყიდონ და ძვირადღირებულ კაფე-რესტორნებში დახარჯონ, იქიდან სიმწრით მოპოვებული და გამოგზავნილი ფული… აქ , ამაზეა საუბარი და საპატრიარქოს პრობლემები, ამ სტატიასთან ნამდვილად არაფერ შუაშია..
    ეს პრობლემა ქართველი ქალებიდანაც მოდის, რადგან მათ მიაჩვიეს შვილები, მუქთახორობას…

  • nata says:

    გეთანხმებით მამაო,მაგრამ არ შემიძლია ჩემი მდგომარეობაზეც არ მოგითხროთ.მყავს 2 შვილი (უფრო სწორად ქმრის შვილები).ჩემი არ მეყოლა.მაგრამ ესენი ორივენი ჩემია იმიტომ რომ 2 და 4 წლიდან გავზარდე და ბიოლოგიური დედა არ ახსოვთ.რომ არ გვეთქვა რომ მათი ბიოლოგიური დედა არ ვიყავი ეჭვსაც ვერ შეიტანდენენ ისეთი დედაშვილური სიყვარული გვაქვს და ეხლა უკვე შვილიშვილებიც მყავს.ქმარიც გაედამეცვალა და ავადმყოფ დედამთილთან და 2 შვილთან უსახსროდ დავრჩი.ერთ დროს ბუღალტრად ვმუშაობდი.დავიფიცებ რომ შვილებს არ უთქვამთ თურქეთში სამუშაოდ წამოვსულიყავი და დამეფიცება რომ ორივე ისეთი ღვთისნიერი და მორიდებულია რაიმე ტანსაცმლის თუ ნივთის ყიდვაზეც არაფერს მეუბნებოდენენ მე თვითონ ვყიდულობდი ხოლმე.გული მიკვდებოდა როცა მომზადება უნდოდათ უმაღლესისთვის და ფული არ გვქონდა.ამიტომ წამოვედი თურქეთში ოჯახში სამუშაოდ.და უკვე 12 წელი აქ ვცხოვრობ და ორივე შვილი დავაქორწინე,გზაზე დავყენე და უკვე ჩემს იმ სიძნელეებს და ცრემლებს აღარ ვჩივი რაც აქ გადავიტანე რახან ეგენი ბედნიერები მყვანან.მეც მეუბნებიან გეყოფა ჩამოდიო,მაგრამ მე არ მივდივარი სანამ შემიძლია შვილიშვილებსაც მინდა დავეხმარო.როცა დასჭირდებათ ისინიც იგივეს გაუკეთებენ თავიანთ შვილებს.დედა ყველა რისკზე მიდის რომ მისი შვილი არ დაითრგუნოს.ამას ვამბობ მე არაბიოლოგიური დედა.

  • გოგო says:

    ეჰ, მამაო, 11 წლისას მამა გარდამეცვალა. დავრჩით დედა და შვილები. ჩემი და ადგა და საზღვარგარეთ წავიდა. მთელი ახალგაზრდობა ჩვენ შემოგვწირა, ყველაფერი მისი წყალობით მქონდა და მაქვს. მაგრამ მაინც ის დრო მენატრება, როცა ,,ფეჩთან’’ ვისხედით და ერთად ვიყავით. სხვა საკითხია, აქ რომ დარჩენილიყო და საშინელ გაჭირვებაში გვეცხოვრა, რას ვინატრებდი. ეჰ, ძალიან ძნელია ყველაფერი.

  • სპაკო says:

    სერიოზული პრობლემაა ეს და დაფიქრება სჭირდება. დაიცალა საქართველო ქართველებისგან. ყურადსაღებია ნამდვილად ამ მამაოს სიტყვები.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი