25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისაზოგადოებაფსიქოლოგები და ფსიქიატრები საზოგადოებას მოუწოდებენ, ნუ ეწევიან სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირებას

ფსიქოლოგები და ფსიქიატრები საზოგადოებას მოუწოდებენ, ნუ ეწევიან სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირებას

„დღეს მიდის ტირაჟირება სასოწარკვეთილი ბავშვის ფრაზების, რომლითაც პერფორმანსებს ვაწყობთ და არ ვფიქრობთ, რა რეაგირება ექნებათ ამაზე გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს“, – ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სუიციდის პრევენციას და ამ თემის გაშუქების სტანდარტებს მიეძღვნა.

ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვები ემოციურად ძალიან რეაქტიულები არიან, ამიტომ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ და ასეთი ტირაჟირებით შესაძლოა, კიდევ უარესი შედეგები გამოვიწვიოთ.

„მოზარდობის ხანაში ყველას გვქონია თავში სუიციდური აზრები და იცით რატომ? ჩვენ გვინდა აღიარება, რომლის მოთხოვნილებაც ყველას გვაქვს, განსაკუთრებით კი მოზარდებს აქვთ ამის მოთხოვნილება. თუ ეს აღიარება სიკვდილის შემდეგ იქნება, ამაზეც თანახმა ხარ, ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა მექნება საზოგადოებისთვის – მესმის, უნდა გამოვხატოთ ჩვენი ემოციები, მაგრამ ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. პერფორმანსებით ცხოვრება არ იცვლება“, – განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

ფსიქოლოგმა პრევენციული ღონისძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ყველა დამნაშავე ვართ – სამართალდამცავი ორგანოები, სკოლა, განათლების სისტემა, ოჯახი – მას დღეს ძალიან უჭირს, ძალიან უჭირს მშობელს. ასეთი ცალ-ცალკე დახმარება არ გამოდის. ფსიქოლოგიური სამსახურები და სოციალური მუშაკია საჭირო – თუ ჩვენ ყველამ ერთად არ დავიწყეთ ამ სისტემების შეცვლა, არაძალადობრივი მიდგომა… ჩვენ ყველა ერთმანეთზე ვძალადობთ და მერე გვიკვირს, ბავშვები რატომ ძალადობენ ერთმანეთზე. მედიასაც აქვს ამაში როლი – დილა იწყება ძალადობით. პირდაპირ მოვუწოდებ საზოგადოებას, ნუ ხდება ტირაჟირება ასეთი სასოწარკვეთილი ფრაზების და პერფორმანსირება ასეთი უბედურების და ქულების ჩაწერა ამ უბედურებაზე, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურია“, – აღნიშნა ნეიროფსიქოლოგმა.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მასშტაბით დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მასობრივად აკეთებენ წარწერებს – „ამ ცხოვრების დედაც“.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები