მთავარი » პოპულარული

ფოტოკონკურსი “საქართველოს ბუნება” დასრულდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.08.2011 | 2,067 ნახვა

ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” Facebook- ის გვერდზე მიმდინარე ფოტოკონკურსი, რომლის თემაც “საქართველოს ბუნება” გახლდათ, დასრულდა.
ამბიონი
გამორჩეული ფოტოების ავტორები არიან: დავით ხელაშვილი, გურანდა ხაბეიშვილი, ნათია ხაჩირიშვილი, ნათია დავითიძე, გელა იზორია, გიორგი ჯობავა, თორნიკე დვალი, თეა ეჯიმია და დავით გეგია.

პირველ ადგილზე facebook- ის მომხმარებლებმა 681 like-ით ქეთი გალდავას ფოტო გამოავლინეს, ხოლო მეორე ადგილი კომპეტენტურმა ჟიურიმ ლევან გოქაძის ფოტოს მიაკუთვნა.

“ამბიონის” ხელმძღვანელი დეკანოზი დავით დათუაშვილი:

“როდესაც ჩვენ პირველი კონკურსი ჩავატარეთ, კონკურსანტებს შორის მხოლოდ ორი ადამიანი გამოვარჩიეთ. ეს პირველ ადგილზე გასული facebook -ის მომხმარებელთა დადებითი შეფასების მიხედვით მოხდა ისევე, როგორც ამ შემთხვევაში, მეორე ადგილი კი ჟიურიმ გამოავლინა.

ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და ამჯერად რამდენიმე ადამიანი გამოვარჩიეთ, რადგან გვინდა წავახალისოთ კონკურსანტები იმ თვალსაზრისით, რომ შემდეგში კიდევ უფრო მეტი გააკეთონ ამ მიმართულებით.

ამბიონიმომავალში კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ფოტოკონკურსის ჩატარება გვაქვს ჩაფიქრებული და ვფიქრობთ, აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს კონკურსში. ეს კონკურსანტებისთვისაც სასიკეთოა და თავად “ამბიონის” მომხმარებელიც დაიხვეწს გემოვნებას საინტერესო ფოტოებით და რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებისათვისაც წინსვლა იქნება.

მინდა გითხრათ ერთი ფაქტი: გერმანიაში ფოტოსაქმე სკოლაშიც კი შეისწავლება. იქ კარგ ტონად ითვლება, თუ ადამიანი დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და იღებს ფოტოს, აქვს უნარი ფოტოგადაღებისა და ითვლება, რომ ის პიროვნება საზოგადოების სრულფასოვანი წევრია.

ეს იდეა ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ და მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ევროპასთან დაახლოებაზე, ალბათ, პირველ რიგში, ჩვენი კულტურითა და შემეცნებით უნდა მივიდეთ ამ ნიშნულამდე.

გადავწყვიტეთ, რომ ფოტოკონკურსი იყოს სისტემატური. წლის ბოლოს ვაპირებთ, ჩავატაროთ შემაჯამებელი ფოტოკონკურსი, რაშიც გამარჯვებული ფოტოები მიიღებენ მონაწილეობას. თუკი ფოტოების ხარისხი მოგვცემს დაბეჭდვის შესაძლებლობას, მოეწყობა ფოტოგამოფენა სამების ახალგაზრდულ ცენტრში, ან რომელიმე საგამოფენო დარბაზში.

ღმერთმა ყველანი დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

“ამბიონის” შემოქმედებითი გუნდი ულოცავს კონკურსანტებს გამარჯვებას“.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი