13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიკულტურაფოტოგრაფების გაფიცვა ქუთაისში - ურბანული ქრონიკები XIX საუკუნის საქართველოდან

ფოტოგრაფების გაფიცვა ქუთაისში – ურბანული ქრონიკები XIX საუკუნის საქართველოდან

საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც დარგის ადრეულ განვითარებაზე მეტყველებს ის ფაქტი რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება კერძო სახელოსნოები. ეს დარგობრივი მიმართულება აქტიურად იკიდებს ფეხს როგორც დედაქალაქსა და ასევე ცალკეულ რეგიონებში.
გაზეთი „ივერია“ 1905 წელს ქალაქ ქუთაისთან დაკავშირებით იუწყება ფოტოგრაფების გაფიცვასთან დაკავშირებით:

„ც. ფ._ს დეპეშით ატყობინებენ ქუთასიდან, რომ 23 თებერვალს გაიფიცნენ ფოტოგრაფიების მოსამსახურენიო. მათ წარუდგინეს ფოტოგრაფიების პატრონებს მოთხოვნილებანი თავიან ყოფა-მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.”

მნიშვნელოვანია, რომ 1893 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა “ტფილისის ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოება“, სადაც გაერთიანდნენ ალექსანდრე როინაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფები.
გაერთიანება ემსახურებოდა ფოტოგრაფთა შრომითი უფლებების დაცვას, დარგის ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას, ექსპედიციების მოწყობას და სხვ.

#თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები